fbpx
23:20 | 2020-08-28 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

ჩემი შვილიშვილი დედის ცემის გამო დალურჯებებით დაიბადა – გარდაცვლილი 11 წლის ბიჭის ბებია

ჩემი შვილიშვილი დედის ცემის გამო დალურჯებებით დაიბადა – გარდაცვლილი 11 წლის ბიჭის ბებია

„ჩემი შვილი ტყუპებზე იყო ორსულად, როდესაც ქმარმა ისე სცემა, რომ ერთი ბავშვი გარდაიცავალა და მეორე დალურჯებებით დაიბადა.“- ამის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბიჭის ბებიამ როზა ბოგვერაძემ ისაუბრა.

 

სულისშემძვრელ ინტერვიუში გარდაცვლილის ბებიამ, მისი შვილის ოჯახში მომხდარ არაერთ ძალადობის ფაქტზე ისაუბრა.

 

როზა ბოგვერაძის თქმით, მისი შვილი და შვილიშვილები მამის მხრიდან მუდმივად იყვნენ ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლები.

 

„ჩემს შვილზე წლების განმავლობაში ძალადობდა მეუღლე. 15 წლის იყო ცოლად, რომ მოიყვანა ჩემი შვილი. 27 წელია რაც მისი მეუღლეა და იმ დღიდან მოყოლებული მასზე ქმარი  როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად ძალადობდა. ერთ-ერთი შვილიშვილი 3 წლის იყო, როცა ქმარი ჩემს გოგონას თოფით მოკვლას უპირებდა. თმებით ათრია.

 

რას ყვება მამა, რომელიც 11 წლის შვილის გარდაცვალების საქმეზე დააკავეს
2020-08-26რას ყვება მამა, რომელიც 11 წლის შვილის გარდაცვალების საქმეზე დააკავეს

ამ ფაქტის შემდეგ თერჯოლის პოლიციას მივმართეთ, იარაღი ამოიღეს ნივთმტკიცებად, საქმეს აღიძრა, მაგრამ მაინც გამოუშვეს. ვინ მფარველობდა ჩემს სიძეს დღესაც არ ვიცი. ის თავდებით გამოუშვეს, როგორ შეიძლება შვილებზე და მეუღლეზე მოძალადე კაცი თავდებით გამოუშვან?!

 

ასეთი წესი ჰქონდა ჩემს სიძეს –  სახლის კარს კეტავდა  და მერე აწამებდა ცოლს. ჩემი შვილი ტყუპებზე 8 თვის ორსული იყო, როცა გამეტებით სცემა. ამის შედეგად, ერთი ბავშვი გარდაცვლილი დაიბადა, მეორე – დალურჯებებით.

 

ჩემი გოგო საბერძნეთში მულმა წაიყვანა. რომ ვთქვა, ჩემს შვილს ფინანსურად უჭირდა – თქო არა, მაგრამ გაეცალა. ავთო 1 წლის და 6 თვის იყო, როცა ჩემი ნაცემი შვილი საბერძნეთში წავიდა.

 

წასვლამდე კი ჩემს შვილს ეკლესიაში ქმარმა ფიცი დაადებინა, რომ ყველა თეთრს, რასაც გამოიმუშავებდა, უკლებლივ გამოუგზავნიდა მას.

 

ამბობენ, მამა ავთოს სცემდაო, მაგრამ არ არის სწორი, მასზე მხოლოდ ფსიქოლოგიურად ძალადობდა. როცა ჩემი სიძე ნასვამი იყო, ბავშვს მისთვის თვალებში უნდა ეყურებინა, რა ესიამოვნებოდა, რომ არ გაბრაზებულიყო. ავთო სტრესში გაიზარდა.

 

ბევრჯერ გვქონია ბავშვის მამისგან გაყვანის მცდელობა. როცა ჩემი შვილი ემიგრაციაში მიდიოდა, ავთო ჩემთან უნდა დაეტოვებინა, მაგრამ მისმა ქმარმა არ მოგვცა ამის უფლება. როგორც შაჰ-აბასმა დაიტოვა პაატა მძევლად, ასე დაიტოვა ავთო მამამისმა.

ცოლს უთხრა, თუ ფულს არ გამომიგზავნი შვილის ხმას ვეღარ გაიგონებო - გარდაცვლილი 11 წლის ბიჭის ბებია 
2020-08-25ცოლს უთხრა, თუ ფულს არ გამომიგზავნი შვილის ხმას ვეღარ გაიგონებო - გარდაცვლილი 11 წლის ბიჭის ბებია 

დიდი ხნით ადრე, ჩემი სიძე მეორე შვილიშვილს, ციალას ემუქრებოდა მოკვლით და სახლიდან ჩემთან გამოიპარა…

 

სანამ ავთოს ეს უბედურება დაემართებოდა, წინა დღეს, ღამის 12 საათზე დავეკონტაქტე ჩემს შვილს საბერძნეთში. ნამტირალევი იყო. მითხრა, ქმარმა ფული მომთხოვაო. ხელფასი ახალი გაგზავნილი ჰქონდა და ფული აღარ ჰქონია. სიტყვებით გაგვანადგურაო, მითხრა.

 

მერე ავთოს დაურეკავს დედისთვის.  მიშველე დედაო- ასე უთქვამს, მერე ტელეფონი გაუთიშია. ნახევარ საათში ისევ დაურეკავს. არ ინერვიულოთ, ბიძიასთან ვარ და მამამ დაიძინაო. იმ ღამეს ბიძიასთან დარჩენილა ბავშვი. მერე იმ ოჯახში მივარდნია და ბავშვი სახლში წაუყვანია.

 

მეორე დღეს ჩემმა შვილმა ისე დამირეკა საბერძნეთიდან, ავთო არ მპასუხობს ტელეფონზე და იქნებ გამიგო რა ხდებაო.

 

დაახლოებით, 4 საათი იქნებოდა, ისევ დამირეკა საბერძნეთიდან ჩემმა შვილმა განწირული კივილით, სასწრაფოდ წადი ავთოსთან და უშველეო. სანამ თერჯოლაში ჩავიდოდი, მეორე გოგონას დავურეკე, რომელიც იმავე სოფელშია გათხოვილი. რა ხდება გამაგებინე – მეთქი, სასწრაფო, სასწრაფოო კიოდა ჩემი შვილი და მერე გაითიშა ტელეფონი. მერე რაც მოხდა მთელმა ქვეყანამ გაიგო.

 

ავთო თავს არ მოიკლავდა, ბავშვმა ბოლო საუბრის დროს, დედას სთხოვა ველოსიპედის და კვადროციკლის ყიდვა. სკოლისთვის ახალი ნივთები მჭირდება და ისიც მიყიდეთო. ბავშვი სკოლისთვის ემზადებოდა და თავს რატომ მოიკლავდა?! სწორედ ამის გამო მგონია, რომ ჩემმა სიძემ თვითმკვლელობის ინსცენირება მოაწყო.

წლებია იცოდი შენი ქმრის ხასიათი, მაგრამ მწვანე-მწვანე ევროებზე გაიყიდე - თამარ ივერი 11 წლის მოზარდის დედაზე
2020-08-26წლებია იცოდი შენი ქმრის ხასიათი, მაგრამ მწვანე-მწვანე ევროებზე გაიყიდე - თამარ ივერი 11 წლის მოზარდის დედაზე

ავთოს მკვლელი მამაც მუშაობდა. ჩემი გოგო საბერძნეთიდან, რომ ფულს აგზავნიდა, მის შვილებს არაფერს ყიდულობდნენ. ბავშვები ძველი და დახეული ტანსაცმლით დადიოდნენ. ამის გამო სკოლაში აღარ უვლიათ. ხშირად მშივრებსაც დაუძინიათ

 

შური უნდა ვიძიო. ყველა ნათესავი უნდა დავიჭირო, ვინც ჩემს სიძეს მფარველობდა და ამ სისასტიკეში ხელს უწყობდა. სამაგალითოდ დაისაჯოს მკვლელი რადგან, სხვა მშობლებმა შვილები აღარ აწამონ.“ – განაცხადა როზა ბოგვერაძემ.

 

შეგახსენებთ, 23 აგვისტოს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში 11 წლის მოზარდი გარდაცვლილი ნახეს. ფაქტზე 49 წლის კაცი, გარდაცვლილის მამა დააკავეს.

 

გაირკვა, რომ ბრალდებული მის არასრულწლოვან შვილზე სისტემატურად ძალადობდა, რამაც სავარაუდოდ არასრულწლოვანის თვითმკვლელობა გამოიწვია.

 

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

0
კომენტარი - +

X