fbpx
14:01 | 2020-06-04 ავტორი: თამარ გონგაძე

“ჩემი შვილის დაკრძალვიდან სამი დღე იყო გასული, სარკეში რომ ჩავიხედე და ჩემს თავს ვუთხარი…” – “პროფილი” 12 წლისაა

“ჩემი შვილის დაკრძალვიდან სამი დღე იყო გასული, სარკეში რომ ჩავიხედე და ჩემს თავს ვუთხარი…” – “პროფილი” 12 წლისაა

თოქ-შოუ “პროფილი” დღეს იუბილარია. გადაცემა 12 წლისაა. როგორც მაია ასათიანი “პრაიმტაიმთან” ამბობს, თოქ-შოუს იუბილე ორი წლის წინ აღნიშნეს, წელს კი ამაზე არ უფიქრიათ.

 

მაია ასათიანი: – გუშინ შემთხვევით გამახსენდა, რომ 4 ივნისს “პროფილი” 12 წლის გახდა. მნიშვნელოვანი დღეა ჩემთვის. ორი სხვადასხვა ადამიანი ვარ: მაშინ, როდესაც “პროფილს” ვიწყებდი, სულ სხვა ვიყავი და დღეს სულ სხვა ადამიანი ვარ. სხვანაირი გავხდი, უფრო ძლიერი, უფრო უშიშარი!

 

მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, წინ რამ მელოდა, ან ამ გადაცემიდან რა გამოვიდოდა. რეპორტიორი ვიყავი და ისიც კი არ ვიცოდი, სტუდიაში როგორ უნდა მემუშავა. დეკორაციაში თავს ძალიან უცხოდ ვგრძნობდი.

 

თავყრილობა კახეთში - ეკა მამალაძის ბიზნესვუმენმა რძალმა დაბადების დღე აღნიშნა (ფოტოები)
2020-06-03თავყრილობა კახეთში - ეკა მამალაძის ბიზნესვუმენმა რძალმა დაბადების დღე აღნიშნა (ფოტოები)

 

პირველ გადაცემას დღემდე ვერ ვუყურებ, იმდენად შეშინებულს მიმყავს. საკუთარი თავი ეკრანზე რომ ვნახე, ეს არ დამავიწყდება. თვალები აქეთ-იქეთ ისე გამირბოდა.

 

ახლა ვხვდები, იმ ერთ გადაცემაში თავი რომ ხელში ამეყვანა, რამხელა ძალისხმევა დამჭირდა. მაშინ ეს იყო ექსპერიმენტი. თუმცა ვიცოდი, რომ გამოვიდოდა. წლიდან წლამდე გადაცემაც იცვლებოდა და გადაცემასთან ერთად ჩემი ბიოგრაფიაც.

 

12 წელი ბევრია, თოქშოუსთვისაც, გადაცემისთვისაც. სოლიდური სატელევიზიო ასაკია.

 

იმ შეშინებულ მაია ასათიანს, რომელიც კარიერაში ახალ ეტაპს იწყებდა, ვეტყოდი, რომ არ შეეშინდეს, იმიტომ რომ დადაგება დრო და მომენტი და მას აღარაფრის აღარ შეეშინდება. და ყველაფერი გამოუვა! აღარც საქმეში მეშინია აღარაფრის და აღარც ცხოვრებაში…

 

–  შეიძლება ვთქვათ, რომ “პროფილმა” გადაგარჩინა…

 

– მე ჩემმა საქმემ გადამარჩინა. თუმცა ვერც იმას ვიტყვი, რომ მხოლოდ საქმემ გადამარჩინა. ჩემი შვილის დაკრძალვიდან რამდენიმე დღე იყო გასული, არც კი, ორი-სამი დღე… არ დამავიწყდება, სარკეში ჩავიხედე და… ჩემს თავს ვუთხარი, გარეთ უნდა გავსულიყავი და წავსულიყავი იქ, სადაც ყოფნა ყველაზე მეტად მიხარია, ჩემს სამსახურში. ასეც მოხდა…

 

იუბილეს არ ვიხდით, რა დროს იუბილეა?! ჩვენს საქმეს ეთერში ვამტკიცებთ. მადლობა ყველას, ვინც მოგვილოცა. 4 ივნისი ჩემი მეორე დაბადების დღეა! ამ გადაცემამ მე ძალიან შემცვალა.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X