fbpx
19:57 | 2020-05-08 ავტორი: Prime Time

„ჩემი შვილის დაბადების დღის მოახლოებას განვიცდი“ – მარტოხელა დედა შვილს იუბილეზე ლამაზ ტორტს ვერ ჩუქნის

„ჩემი შვილის დაბადების დღის მოახლოებას განვიცდი“ – მარტოხელა დედა შვილს იუბილეზე ლამაზ ტორტს ვერ ჩუქნის

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხანში, აჭარიდან გადასახლებული ეკოემიგრანტი, მარტოხელა დედა 28 წლის ნათია ბერიძე უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს.

 

მას ერთი 8 წლის ქალიშვილი ჰყავს.

 

როგორც მარტოხელა დედა გვიყვება, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. მისი თქმით, არც ექიმთან ვიზიტის და არც მედიკამენტების შეძენის საშუალება არ აქვს.

 

საცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანებული აქვს და წვიმის დროს წყალი ოთახებში ჩადის.

 

„რამდენიმე ოპერაცია მაქვს გაკეთებული. წამლები, რომელიც ჩემთვის აუცილებელია ვერ ვყიდულობ. ექიმსაც ონლაინ ვეკონტაქტები, მისვლის საშუალება არ მაქვს.

წვიმის დროს სახლშიც ისე წვიმს, როგორც გარეთ, სახურავი ქარმა დააზიანა, მეზობლების იმედად ვართ დარჩენილები.

სოციალურ დახმარებას კი ვიღებ 170 ლარს, მაგრამ ეს ჭამაში ან წამლებში როგორ უნდა მეყოს, არ ვიცი”, – ამბობს ნათია ბერიძე.

როგორც მარტოხელა დედა გვიყვება ქალიშვილის 10 მაისს დაბადების დღე აქვს, თუმცა მის სურვილს ვერ ასრულებს, რადგან ამის საშუალება არ აქვს.

„ჩემს სიტუაციას და გაჭირვებას შეგუებული ვარ, მაგრამ ყოველ წელს ჩემი შვილის დაბადების დღის მოახლოებას განვიცდი. მისი სურვილის ასრულება მინდა, მაგრამ ბოლომდე არ გამომდის.

 

მხოლოდ იმას ვჩუქნი, რისი საშუალებაც მაქვს, წელს ერთი სურვილი აქვს. ლამაზი ტორტი უნდა, მაგრამ ვერ ვუყიდი.

მეორე ოცნება აქვს – ვარდისფერი ველოსიპედი უნდა, მესამე წელია ამაზე ოცნებობს და უკვე ფიქრობს, რომ არასდროს აუსრულდება ოცნებები”, – გვიყვება ნათია ბერიძე.

ავტორი: მარიამ ქველაძე

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X