fbpx
21:39 | 2020-10-13 ავტორი: Prime Time

ჩემი შვილი დისტანციურ ერთ გაკვეთილსაც არ დასწრებია, მეორეს კი… – მარტოხელა დედის გასაჭირი

ჩემი შვილი დისტანციურ ერთ გაკვეთილსაც არ დასწრებია, მეორეს კი…  – მარტოხელა დედის გასაჭირი

30 წლის ლელა გულიაშვილი ორ შვილს მარტო ზრდის. თითქოს, მარტოხელა დედის სტატუსი არაფერია, თითქოს, ასე უამრავი ქალი ცხოვრობს. ლელას არც სახლი აქვს და არც შემოსავალი, მის მდგომარეობაში ძალიან ბევრია… მარტოხელა დედის ისტორია საკმაოდ მძიმეა, მის პატარას, რომელიც მხოლოდ 1 წლისაა, სასწრაფოდ მკურნალობა და საკვები სჭირდება…

 

13 წლის მაკა იმის ნაცვლად, რომ თანატოლების მსგავსად გაკვეთილებს ამზადებდეს, ტკივილებისგან გატანჯულ პატარა ძმას უვლის, მას არც თანამედროვე ტელეფონი აქვს და არც კომპიუტერი, შესაბამისად ის დისტანციურ გაკვეთილებს ვერ ესწრება…

 

ლელა გულიაშვილი მეუღლესთან განქორიწინებულია. როგორც ის ამბობს, მამა შვილებზე არ ზრუნავს. ამ ოჯახის ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა. ცხოვრობენ ყველგან მანამდე, სანამ ქირის გადაუხდელობის გამო, არ გამოაგდებენ…

 

„არასოდეს მილხინდა, მაგრამ არც ასეთი ღატაკი ვიყავი, როგორც ახლაო“,- ამბობს დედა.

 

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა მეორე შვილზე ნაადრევი მშობიარობა დაეწყო, პატარამ ორი თვე რეანიმაციაში გაატარა. მას ორ ორგანოზე თიაქარი და ნერვული აშლილობა აქვს. ის ახლა 1 წლისაა და დამოუკიდებლად ვერ ჯდება. მასაჟები სჭირდება, რომლის ნაწილიც ერთმა კეთილმა, მათთვის უცნობმა ქალმა დაუფინანსა.

 

ცხოვრება ყოფილ საპირფარეშოში - ცხრაშვილიანი ოჯახის მძიმე ისტორია
2020-10-11ცხოვრება ყოფილ საპირფარეშოში - ცხრაშვილიანი ოჯახის მძიმე ისტორია

 

“როცა, ექიმთან მივედით, პატარაზე მითხრა, ორგანიზმი ძალიან გამოფიტული აქვსო. ეს მეც ვიცი, რადგან მხოლოდ ორცხობილების ყიდვას ვახერხებ და იმასაც ვუზოგავ. ფქვილიც არ მაქვს, რომ ფაფა მოვუმზადო, ხორცზე კი ოცნებაც არ ღირს…

 

უფროსი გოგოც ამ მდგომარეობაშია, უფასო სასადილოთი ვერ ვსარგებლობ, რადგან, რიგია და დაელოდეთო, ასე მითხრეს. უიმედოდ ველოდები ამასაც.

 

რა ვქნა, რა გავაკეთო, სამუშაო რომ მოვძებნო ეს პატარა ვის დავუტოვო? მაკა კი უვლის, მაგრამ მეშინია ჩემს არ ყოფნაში ისედაც ჯანმრთელობის პრობლემების მქონდეს, რამე არ დაემართოს. ბინაში იქამდე გაგვაჩერებენ, სანამ ჩემი ძმა მეპატრონეს უფასოდ დაზიანებულ გაყვანილობას ბოლომდე არ შეუკეთებს

 

ბინის ქირა კი არა, ბავშვებს რომ ვაჭამო და ვუმკურნალო იმის საშუალებაც არ მაქვს, სამადლოდ მოწოდებული პროდუქტიც გვიფუჭდება, რადგან მაცივარიც არ გვაქვს, ჩვენი მთელი ავლა-დიდება რამდენიმე ხელი ტანსაცმელია.

 

გაიგეთ გამწარებული დედის ხმა, ჩემს ადგილას თავი წარმოიდგინეთ და იფიქრეთ, შემოდგომაზე ვაშლიც რომ ენატრებათ პატარებს, რამდენად აქვს ასეთი დედის ცხოვრებას აზრი?” – ამბობს მარტოხელა დედა.

 

ლელა გულიაშვილის დასახმარებლად მსურველებს შეუძლია დარეკოს შემდეგ ნომერზე: 557477137

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

X