18:33 | 2020-07-24 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ჩემი შვილი დაკარგულია და მე კარანტინის გამო ვერ ჩამოვდივარ… – დაკარგული ბიჭის დედა გაუჩინარებამდე შვილთან დაკავშირებულ დეტალებს იხსენებს

ჩემი შვილი დაკარგულია და მე კარანტინის გამო ვერ ჩამოვდივარ… – დაკარგული ბიჭის დედა გაუჩინარებამდე შვილთან დაკავშირებულ დეტალებს იხსენებს

ჩემს შვილს არ უხსენებია, რომ რამეზე გაღიზიანებული ან განერვიულებული იყო. მხოლოდ ის უნდოდა, ერთმანეთი მალე გვენახა, – ამის შესახებ დაკარგული 13 წლის მოზარდის, ილია ფილფანის დედა აცხადებს.

 


ქსენია ფილფანის თქმით, ბავშვს დედასთვის სადმე წასვლაზე არაფერი უთქვამს, თუმცა ყველა გარემოება გასათვალისწინებელია.

 

„ახლა დუბაიში ვარ, ჩემი შვილი დაკარგულია და მე კარანტინის პირობებში დაკეტილი საზღვრების გამო ვერ ჩამოვდივარ. არ არის რეგულარული ფრენებიც. ძალიან მინდა ახლა მანდ ვიყო და ჩემს მეუღლესთან ერთად ვეძებდე ჩემს შვილს. ილიას არ უთქვამს, რომ სადმე წასვლა უნდოდა. ჩემთან ამ თემაზე არ უსაუბრია. მაგრამ ნებისმიერი რამ შეიძლება ვივარაუდოთ. ახლა მხოლოდ ვერსიები თუ გვექნება, არანაირი დამადასტურებელი ინფორმაცია არ არსებობს, რომ რამე კონკრეტული ვიცოდეთ.

 

„წინა დღეს ვიკამათეთ... არ ჰყოფნიდა ზრუნვა“ - დაკარგული ილია ფილფანის მამა 
2020-07-24„წინა დღეს ვიკამათეთ... არ ჰყოფნიდა ზრუნვა“ - დაკარგული ილია ფილფანის მამა 

 

ჩემს შვილს არ უხსენებია, რომ რამეზე გაღიზიანებული ან განერვიულებული იყო. მხოლოდ ის უნდოდა, ერთმანეთი მალე გვენახა. ეს ბუნებრივია, ერთმანეთი დიდი ხანია არ გვყავდა ნანახი. მეც ძალიან მინდოდა მისი ნახვა.

 

ჩემი შვილი მეუბნებოდა, რომ სვანეთში მოიწყინა. იქ მეგობრები არ ჰყავდა, ბებიასთან და მამასთან ერთად იყო. ქართული არ იცის, ადგილობრივ ბავშვებთან ვერ თამაშობდა. მეტ დროს ბებიასთან და ძაღლებთან ატარებდა“, – ამბობს ილია ფილფანის დედა „ფორმულასთან“.

 

შეგახსენებთ, რომ სვანეთში დაკარგულ მოზარდს უკვე მე-7 დღეა ეძებენ.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე


X