21:07 | 2021-09-23 ავტორი: სალომე ნეფარიძე

„ჩემი ქმარი მოიპარა ქალმა, რომელიც ახლა ცნობილი ადამიანის დედამთილია“ – შორენა მაკრახიძე

„ჩემი ქმარი მოიპარა ქალმა, რომელიც ახლა ცნობილი ადამიანის დედამთილია“ – შორენა მაკრახიძე

შორენა მაკრახიძე სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და აქტუალური ჯგუფის „ვეძებ“ მოდერატორია.

 

მოგეხსენებათ, აღნიშნული ჯგუფი უამრავ ადამიანს დაეხმარა, ეპოვნა დაკარგული შვილი, დედა, და-ძმა და სხვა ნათესავი.

 

საპირფარეშოში ვიყავი გათიშულ მდგომარეობაში - რას ყვება ბარის თაღლითური სქემის მსხვერპლი ჩინელი ტურისტი
2021-09-23საპირფარეშოში ვიყავი გათიშულ მდგომარეობაში - რას ყვება ბარის თაღლითური სქემის მსხვერპლი ჩინელი ტურისტი

 

შორენა, რომელსაც ჯგუფის წევრები მეტსახელით შოშია იცნობენ, მეუღლის ბიოლოგიური დედის ძებნამ დააკავშირა ჟურნალისტ თამუნა მუსერიძის მიერ დაარსებულ ჯგუფთან. მისი ქმარი დედას მრავალი წელი ეძებდა, ცოლმა კი ამ ჯგუფის დახმარებით 5 დღეში იპოვა. მას მერე თავადაც ჩაერთო ამ პროცესში.

 

– როგორია თქვენი ქმრის ამბავი? 

 

„ჩემი მეუღლე დედას დაახლოებით 20 წელი ეძებდა, მე კი ამ ჯგუფის დახმარებით 5 დღეში ვიპოვე. მეუღლე ეძებდა თავისი ძალებით, მაგრამ მაშინ შეუძლებელი იყო ისეთი წვდომა, როგორიც ახლაა. ერთი, რაც მან გააკეთა, ჩავიდა თბილისის პირველი სამშობიაროს მაშინდელ დერექტორთან . მან უთხრა, რას ამბობ, ჩვენი სამშობიაროდან ჩვილების გაშვილება არ ხდებოდა, მე არაფერი ვიციო.

 

ჩემი ქმარი თბილისის პირველ სამშობიაროშია დაბადებული. სანამ მისი დაბადების ადგილს გავიგებდით, მანამდე დავუკავშირდი იმ ექთანს, რომელმაც ბავშვი სოფელში ჩაიყვანა და გააშვილა. ის ქალი ახლა ერთ-ერთი ცნობილი პიროვნების დედამთილია. ვუთხარი, სანამ საჯაროდ ვისაუბრებ ამაზე, ჩემი ქმრის გვარი მითხარი თქო.

 

თურმე სოფელში ცხოვრობდა ერთი ქალი, რომელსაც თბილისში და ჰყავდა ექთანი, ჩემს დედამთილს, რომ არ ჰყავდა შვილი, უთხრა იქნებ ვინმემ დატოვოს ბავშვი და ავიყვანოთო.

 

არ ვიცოდით, რომელ სამშობიაროში მუშაობდა. დავიწყეთ დარეკვა ყველა სამშობიაროში და თან ტყუილი ისტორიაც მოვიგონე, ვამბობდი, ამა და ამ ქალმა ბავშვობაში გადამარჩინა, მადლობის თქმა მინდა და თქვენთან ხომ არ მუშაობდა მეთქი – პირველ სამშობიაროში მითხრეს, კი, აქ მუშაობდაო“, – ამბობს შორენა მაკრახიძე ჟურნალ „სარკესთან“.

 

ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X