fbpx
17:36 | 2020-09-21 ავტორი: თამთა თორდია

„ჩემი ქმარი არ აკეთებს არაფერს?!.“- როგორ იცავს ანუკი არეშიძე მეუღლეს კრიტიკოსებისგან

„ჩემი ქმარი არ აკეთებს არაფერს?!.“- როგორ იცავს ანუკი არეშიძე მეუღლეს კრიტიკოსებისგან

რა მინდა გკითხოთ. თქვენ საერთოდ ჩაცმის გარდა სხვა რამე გაინტერესებთ? – ასე მიმართა ერთ-ერთმა instagram გამომწერმა ანუკი არეშიძეს.

ინსტაგრამი და რეალობა - რა ვიდეოს აქვეყნებს ანუკი არეშიძე 
2020-09-07ინსტაგრამი და რეალობა - რა ვიდეოს აქვეყნებს ანუკი არეშიძე 

 

 

„4 შვილის დედა ხართ, ქალაქში პატარა ბავშვები დუხჭირი ცხოვრებისთვის თავს იკლავენ, გაქვთ საშუალება, რომ ყველას თუ არა მაგ ბავშვების 10 პროცენტს დაეხმაროთ და არაფერს ცდილობთ. თქვენი ქმარი 8 წელია სააკაშვილს აგინებს და თვითონ არაფერს აკეთებს, რომ მომავალში მაგის გაკეთებული საქმით შვილებმა იამაყონ. სულ ცოტათი მაინც არ გრცხვენიათ? – წერს ანუკი არეშიძის ფოტოზე ერთ-ერთი მომხმარებელი.

 

რა თქმა უნდა დიზაინერმა სულ ცოტა ხანში ქალს საპასუხო კომენტარი დაუტოვა.

 

„ჩემი ქმარი არ აკეთებს არაფერს? ზუსტად რომ ყველაფერს აკეთებს რაც შეუძლია ქალბატონო ლიკა, რომ მომავალმა თაობამ იამაყოს. მეტად ჩაიხედეთ ხოლმე სანამ რაიმეს იკითხავთ.

 

2012 წლიდან მოყოლებული კახას არცერთი თვის ხელფასი არ აუღია და დღემდე ზუსტად რომ ბავშვებს ეხმარება, ასევე მისი მერობის პერიოდში უამრავი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა მოხდა, აღარ ვსაუბრობ პირადად რამდენს ეხმარება. ასე, რომ ამ კომენტარს უამრავი გაუსაჯაროებელი კეთილი საქმეების გამო ვერ მივიღებ. ძალიან ბევრჯერ სრულიად უცნობი ადამიანები მოდიან და მადლობას მიხდიან, რომ კახამ მათი შვილის სიცოცხლე გადაარჩინა“,- წერს ანუკი არეშიძე.

 

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X