10:44 | 2021-07-20 ავტორი: Prime Time

12 წელია ერთად ვართ და სულ დაკავებულია, სულ გვენატრება და სულ ვენატრებით – ანუკი არეშიძე მეუღლეზე

12 წელია ერთად ვართ და სულ დაკავებულია, სულ გვენატრება და სულ ვენატრებით – ანუკი არეშიძე მეუღლეზე

დღეს, 20 ივლისს, „ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად კვლავ კახა კალაძე წარადგინა. 

 

კახის ღონისძიებაზე გვერდს ანუკი არეშიძე უმშვენებდა და აღსანიშვანია, რომ ის მუდამ მეუღლის გვერდითაა.

 

გთავაზობთ არქივიდან რამდენიმე ინტერვიუს, სადაც ანუკი მეუღლეზე საუბრობს და ასევე მას კრიტიკოსებისგან იცავს. 

 

ერთ-ერთ ინტერვიუში, ანუკი ამბობს, რომ კახი ყველაზე მწვანე მერია. 

 

„ჩემი სუბიქტური აზრით, კახა არის ერთ-ერთი ყველაზე მწვანე მერი.

სულ ცდილობს, რომ თბილისი გაალამაზოს, ნაკლებმა მანქანებმა იარონ და უფრო მეტად ფეხით გავიდეთ გარეთ, რომ ჰაერი არ დაბინძურდეს.

ძალიან მომწონს ჭავჭავაძე როგორც გაკეთდა“, – განაცხადა ანუკი არეშიძემ.

 

ის ასევე ამბობს, ოჯახს კახი სულ ენატრება. 

 

„მისი გრაფიკი საკმაოდ გადატვირთულია. 12 წელია უკვე ერთად ვართ და სულ დაკავებულია, სულ გვენატრება და სულ ვენატრებით“- ამბობს ანუკი არეშიძე.

კრიტიკოსებს კი, რომელებიც კახიზე წერენ, რომ ის არაფერს აკეთებს, ასე პასუხობს:

 

„ჩემი ქმარი არ აკეთებს არაფერს? ზუსტად რომ ყველაფერს აკეთებს რაც შეუძლია ქალბატონო ლიკა, რომ მომავალმა თაობამ იამაყოს. მეტად ჩაიხედეთ ხოლმე სანამ რაიმეს იკითხავთ.

 

2012 წლიდან მოყოლებული კახას არცერთი თვის ხელფასი არ აუღია და დღემდე ზუსტად რომ ბავშვებს ეხმარება, ასევე მისი მერობის პერიოდში უამრავი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა მოხდა, აღარ ვსაუბრობ პირადად რამდენს ეხმარება. ასე, რომ ამ კომენტარს უამრავი გაუსაჯაროებელიკეთილი საქმეების გამო ვერ მივიღებ. ძალიან ბევრჯერ სრულიად უცნობი ადამიანები მოდიან და მადლობას მიხდიან, რომ კახამ მათი შვილის სიცოცხლე გადაარჩინა“,- წერს ანუკი არეშიძე.

ავტორი: Prime Time

X

error: Content is protected !!