11:18 | 2020-05-08 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

“ჩემი პრეზიდენტი” – როგორ ეხმაურება სააკაშვილის ახალ თანამდებობას “ჩცდ”-ს მსახიობი

“ჩემი პრეზიდენტი” – როგორ ეხმაურება სააკაშვილის ახალ თანამდებობას “ჩცდ”-ს მსახიობი

მიხეილ სააკაშვილის ახალი თანამდებობის გამო, მისი მხარდამჭერები სოციალურ ქსელში სიხარულს ვერ მალავენ და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს წარმატებას სოციალურ ქსელში ულოცავენ.

 

სააკაშვილს ახალი თანამდებობა მიულოცა “ჩემი ცოლის დაქალების” კრიმხილდამ, მსახიობმა ნანა კუხალეიშვილმა, რომელიც ოჯახთან ერთად ახლა ესპანეთში ცხოვრობს.

 

“რამდენი ხანია არაფერი არ გამხარებია ასე, გილოცავთ, მალე საქართველოში! ჩემი პრეზიდენტი” – დაწერა ნანა კუხალეიშვილმა სააკაშვილის პირად გვერდზე.

 

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის განკარგულებით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

0
კომენტარი - +