fbpx
16:46 | 2020-05-24 ავტორი: Prime Time

ჩემი მხარდაჭერა დაზარალებულ ქალს – სახალხო დამცველი ბასილაშვილის საქმეზე

ჩემი მხარდაჭერა დაზარალებულ ქალს – სახალხო დამცველი ბასილაშვილის საქმეზე
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან სავარაუდო ძალადობის ფაქტს ეხმაურება.
„საქართველოს სახალხო დამცველმა დაიწყო ჩოგბურთელ ბასილაშვილის მხრიდან ყოფილი მეუღლის მიმართ მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით სავარაუდო ძალადობრივი ქმედებების გამოძიების საქმის შესწავლა.
მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო დაზარალებულ ქალს!
მოვუწოდებ ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებას, გააკეთონ მაქსიმუმი, რათა იგი დაცული იყოს როგორც ფიზიკური, ასევე, ფსიქოლოგიური ძალადობისაგან!
მოვუწოდებ მედიასაშუალებებს, თემის მგრძნობელობიდან გამომდინარე, გაშუქებისას მაქსიმალურად დაიცვან შესაბამისი სტანდარტები!”- წერს ლომჯარია

ცნობილი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საპყრობილეს მალე გირაოთი დატოვებს. ის ბრალს არ აღიარებს და მალე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება. პროცესი ცოტა ხნის წინ საქალაქო სასამართლოში დასრულდა.

 

შეგახსენებთ, 22 მაისს, ბასილაშვილი ყოფილ მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

 

 

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

X