
3 ნოემბერს გურჯაანის სოფელ ვაზისუბანში ტრაგედია დატრიალდა. ავარიას სალომე მთვარელიშვილი ემსხვერპლა, მისი არასრულწლოვანი და კი მძიმედ დაშავდა.
სოციალურ ქსელში გოგონას გარდაცვალებას ერთ-ერთი ახლობელი ეხმაურება.
,,ჩემი მამაო ყველაზე მეტს ლოცულობდა ჩემთვის, ლოცულობდა და ლოცულობდა, და მეც გადავრჩი. ყოველთვის ვიცოდი, რომ სადღაც ჩემთვის ყველაზე მეტს ლოცულობდა, ოღონდ არასდროს არ მირეკავდა არასდროს არ ვურეკავდი.
მამაოს შვილი გარდაიცვალა, სალომე ანგელოზად წავიდა ცაში, და არ ვიცი, რა ვქნა, ვერაფერს ვერ ვგრძნობ, ვიყინები.
მამაო, რომელიც ყველაზე მეტს ლოცულობდა ჩემთვის. ძალიან მიყვარხართ, და არ ვიცი რა გავაკეთო”, – წერს სოციალურ ქსელში სოფო ფირანიშვილი.
გოგონა გურჯაანის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მოძღვრის შვილი იყო.