fbpx
15:04 | 2020-07-02 ავტორი: თამარ გონგაძე

„ჩემი კონცერტი საქართველოს მთა-ბარი არ არის“ – თამარ ივერის პასუხის პასუხი მარტვილის კანიონის დირექტორს

„ჩემი კონცერტი საქართველოს მთა-ბარი არ არის“ – თამარ ივერის პასუხის პასუხი მარტვილის კანიონის დირექტორს

მარტვილის კანიონზე თამარ ივერის უკმაყოფილო კონტექსტში დაწერილ პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

 

ოპერის მომღერალი წერდა, რომ საკუთარი მთა-ბარის დათვალიერებაში, ქართველს, 26 ლარის გადახდა არ უნდა უწევდეს, 6 წლამდე ბავშვების შეყვანა უფასო უნდა იყოს და ამხელა თანხა უნდა ხმარდებოდეს ადგილობრივ ინფრასტრუქტურას და არ მიდიოდეს “ზემოთ” ვიღაცების ჯიბეებში.

 

ბევრმა სოპრანოს მხარე დაიჭირა, იყვნენ ისეთები, ვინც პოსტს პოლიტიკური სარჩული ამოაკერა და ივერი “მოგზავნილად” შერაცხა.

 

მსოფლიოში ცნობილ ოპერის მომღერალს მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაციის დირექტორი, ზაზა გაგუაც გამოეხმაურა. მან მომღერალს დაცული ტერიტორიის ფასები და კანიონის შემოსავლის მიმართულებაც “გააცნო”.

 

“შეგიძლიათ დეტალურად გაეცნოთ ფასებს: ბილეთი 6 წლამდე ბავშვებისთვის უფასო;
ბილეთი არასრულწლოვნებისთვის (6 წლიდან 18 წლამდე) -5.5 ლარი;
ბილეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის და რეზიდენტი პირებისთვის, გარდა არასრულწლოვნებისა -10.35 ლარი;

 

2020-07-01"ჩემი ფეხი არ იქნება აქ!" - მარტვილის კანიონთან სტუმრებით მისული თამარ ივერი, უკან გამობრუნდა

 

სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის, გარდა არასწრულწლოვნებისა – 17.25 ლარი;
მოსწავლეთა და სტუდენტთა ჯგუფის ვიზიტის დროს, ერთი სკოლის, კოლეჯის ან სასწავლო უნივერსიტეტის პედაგოგი უფასო;

 

ნავებით გასეირნების სერვისს რაც შეეხება, საქართველოში პირველად მოხდა, რომ ეს სერვისი გადაეცათ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ საქმიანობით იყვნენ დაკავებული, კერძოდ მარტვილის, სოფელ ლებაჩეს მოსახლეობის 70 ოჯახს. დღეს მარტვილის კანიონზე დასაქმებულია 150-მდე ადგილობრივი მაცხოვრებელი.

 

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ 2016 წლამდე მარტვილში 2 სასტუმრო და 1 სასადილო ფუნქციონირებდა. დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ მარტვილის კანიონის სწორი და ეფექტური განვითარების შედეგად, დღეს მარტვილში 45-ზე მეტი საოჯახო სასტუმრო, 8 სასტუმრო და 5-ზე მეტი რესტორანია, და დასაქმებულთა რაოდენობა, მარტო მარტვილის კანიონის ეფექტური მუშაობის შედეგად, 500-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილით გაიზარდა. მხოლოდ 2017 წელს, მარტვილის კანიონის გახსნის წელს, კანიონმა მარტვილის ეკონომიკაში დამატებით 5 მილიონი ლარი შექმნა” – წერს გაგუა ივერს.

 

„დაჩიპვით“ შეშინებულებს ნუცა შანშიაშვილი ამშვიდებს - „გამორიცხულია, რომ სულში ვინმემ ჩიპი ჩამიდგას“
2020-07-01„დაჩიპვით“ შეშინებულებს ნუცა შანშიაშვილი ამშვიდებს - „გამორიცხულია, რომ სულში ვინმემ ჩიპი ჩამიდგას“

 

თამარ ივერი “პრაიმტაიმთან” განმარტავს, თუ რატომ ჰგონია მარტვილის კანიონთან დაკავშირებით კორუფციის სქემა მუშაობს.

 

თამარ ივერი: – ზაზა გაგუა ჩემს მიერ ნათქვამმა სიტყვა კორუფციამ გააღიზიანა. დამიმტკიცეთ, რომ კორუფციაა და აუდიტი მოიყვანეთო, მომწერა. სქემა კორუფციულია, თორემ კონკრეტულად ვინ იშენებს ვილას და ვის ჯიბეებს გადის შესული თანხა, ეგ არ მადარდებს.

 

შესვლა 10 ლარი ღირს და ნავით გასეირნებისთვის 15 ლარი ემატება ზემოდან. კომენტარებში პირში მიდგებიან – არა, ათი ლარი ღირს შესვლაო. ნავის გარეშე კი, ბატონო. ყველას ხომ არ ავუხსნი. კანიონში ნავის გარეშე მისვლას კიდევ რა აზრი აქვს? მინდორზე გაირ-გამოიარო და ნაპირიდან გახედო, სისულელეა.

 

ხალხი ამხელა კილომეტრებს იმისთვის გადის, რომ იქ ნავი აიყვანოს. ნავში შვიდი ადამიანი ეტევა და ყოველ იქ ჩამჯდარ ადამიანზე 15 ლარი ემატება. ჯამში ერთი ადამიანი 26 ლარი გამოდის. ოჯახს ასი ლარი უჯდება ათ წუთიანი ნავით გასეირნება.

 

მერე რამდენი ქართველია მისი უცხოელი სტუმრის დაპატიჟება რომ უნდა კანიონში. გამოდის, რომ უცხოელ ტურისტზე (ტურისტს 17 ლარს და 25 თეთრს ახდევინებენ) 35 ლარი უნდა გადაიხადონ. მე ქართველი სტუმრები მყავდა წაყვანილი.

 

დაპატიჟებას ვაპირებდი, მაგრამ ეს სქემა რომ ვნახე, პრინციპულად არ გადავიხადე, თორემ ამ თანხა გაჭირვება არ მადგას. რომ დავინახე ოჯახი, რომელსაც იქ შესვლის საშუალება არ ჰქონდა და ბავშვები გულდაწყვეტილები დარჩნენ, გული დამეწვა.

 

2020-07-02"შემოსავლები ხმარდება კანიონის მოვლა-პატრონობას“ - მარტვილის კანიონის დირექტორი თამარ ივერს პასუხობს და ფასებს დეტალურად უშიფრავს

 

ამხელა ფული შედის და პარკინგისთვის სივრცე არ აქვთ, ბაზრობის “სტაიანშიკი” ორ ლარს ითხოვს. უნდა იცოდეთ, რა გაჭირვებაა მარტვილში, რა გზებია. მარტვილელები მწერენ, არც შუქია, არც გაზია, ნახეთ, რა გზები გვაქვსო. რაში მიდის ამხელა თანხები-მეთქი, ვკითხე თანამშრომელს. მონტე-კარლოსავით უნდა იყოს მარტვილი-მეთქი. ამ თანამშრომელმა ისე, რომ არც იცოდა ვინ ვიყავი, მიპასუხა – მარტვილში კაპიკი არ რჩება, მთელი თანხა თბილისში მიდისო. წარმოიდგინეთ, ამხელა თანხები კეთდება კანიონით და მარტვილს და კანიონს კაპიკი არ ხმარდება.

 

ზაზა გაგუა გწერთ, 5 მილიონი შეიტანა მარტვილის ეკონომიკაში 2017 წელს კანიონის ადმინისტრაციამო.

 

– სისულელეა.

 

ადგილობრივები დავასაქმეთო.

 

– სისულელე და მირაჟია. საშინელი სიღატაკეა. კანიონში შიგნით მარტვილელებსაც არ უშვებენ. იქაურებს არ ხმარდება შესული თანხა. კორუფციაა, აბა, რა არის? არ მინდა პოლიტიკაში გადავიდე. ფაქტია, ამ ყველაფრისგან ძალიან ცუდი გემო დამრჩა პირში.

 

Nino Jajanidze-ს ფოტო.

 

აბა, მის კონცერტზე თუ შეუშვებს ვინმეს ლარად ან უფასოდო, კომენტარებში ვკითხულობთ თქვენი მისამართით. რა ღირს ოპერის ბილეთი, ქალბატონო თამარ?

 

– (იცინის) ჩემი კონცერტი საქართველოს მთა-ბარი არ არის, რომლის ნახვის უფლება, სიმბოლურ ფასად, ყველა ქართველს აქვს. ჩემი კონცერტის მოსმენაში, რაზეც მე მიმუშავია და ათი ათასები მიხდია მის დახვეწაში, უნდა გადაიხადოს ადამიანმა ფული. ვინმე ატარებს უფასოდ კონცერტს?

 

თბილისის ოპერაში როდესაც გვიწვევენ, იმდენად გვინდა ქართველი ხალხისთვის სიმღერა, რომ ყოველთვის ვმღერით. 5-10 ლარი ღირს ბილეთი, ბავშვები უფასოდ შემოდიან. 20 ლარზე მეტი თბილისის ოპერაში ბილეთი არ ღირს. ვენის ოპერაში კი ზედა იარუსი 30-40 ევრო ღირს, პარტერი 115-150 ევრო, ფეხზე დასადგომი – 10 ევრო. მაგრამ უცხოეთში თვიური ხელფასი მინიმუმ 4 ათას ევროს შეადგენს.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X