14:31 | 2020-04-01 ავტორი: თამთა თორდია

ჩემი კოლეგა არის გმირი! – პაატა იმნაძე ინფიცირებულ ექთანზე 

ჩემი კოლეგა არის გმირი! – პაატა იმნაძე ინფიცირებულ ექთანზე 

პაატა იმნაძის განცხადებით, ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული სამედიცინო მუშაკის ყველა კონტაქტი იდენტიფიცირებულია.

 

მისი თქმით, ექიმმა გააკეთა ყველაფერი, რათა პაციენტისთვის მოევლო.

 

„ეს ჩემი კოლეგა არის გმირი, იმიტომ, რომ ის ემსახურებოდა პაციენტს, ფსიქიურად დაავადებულ ადამიანს, რომელთანაც ფიზიკური კონტაქტი იყო გაძნელებული. ამ ადამიანმა გააკეთა ყველაფერი, რომ ამ პაციენტისთვის მოევლო. სამწუხაროდ, ვერ შეძლო ბოლომდე დაცული ყოფილიყო უშუალო ფიზიკური კონტაქტისაგან ამ პაციენტთან. გამგები გაიგებს, იქ რა ხდებოდა. რა თქმა უნდა, მისი ყველა კონტაქტი გარკვეულია და მიკვლეულია, მაგრამ თვითონ ეს ჩემი კოლეგა არის გმირი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

  • 1 აპრილის მდგომარეობით საქართველოში გამოჯანმრთელდა 23 პაციენტი.

 

 

 

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები