23:49 | 2020-09-13 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ჩემი „ეროვნული” ასე გაფრინდა” – მანჩო გიორგობიანი გარდაცვლილ შვილზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

ჩემი „ეროვნული” ასე გაფრინდა” – მანჩო გიორგობიანი გარდაცვლილ შვილზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

ჟურნალისტი მანჩო გიორგობიანი გარდაცვლილი შვილის შესახებ სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

 

ის წერს, რომ აშშ-ში მცხოვრებმა ბიჭმა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, დათა თუთაშხიასა და ვაჟა-ფშაველას პორტრეტები ტატუდ დაიხატა…

 

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, ის პორტრეტების შესწორებას აპირებდა, მაგრამ…

 

„ვერ ვიტან ტატუებს და არ მინდოდა, რომ სანდროს ჰქონოდა და დიდი ხნით ადრე მქონდა დაწყებული „მორიგე ტექსტები”, ტატუ – დაგიჩირქდება, ხელი (ხორცი) მოსაჭრელი გაგიხდება! მობეზრება იცის, მერე ვერ მოიშორებ, უზარმაზარი ნაიარევი დაგრჩება!.. აი მიდი , ჰკითხე და ვეუბნებოდი ისეთ ნაცნობზე, რომელსაც უკვე ნერვებს უშლიდა თავისი ტატუ – ნახე რას გეტყვის?!

 

გახუნება იცის, მერე ყოველ წელს გაახლება უნდა, ინფექცია შეგეჭრება, განგრენა დაგეწყება!.. მერე დაბერდები და წარმოიდგინე შემომჭკნარი ტატუაჟი!… დამახინჯდები!.. (რა შუაშია?) და ასე პერმანენტულად ვუტენიდი ტვინს და მართლა არ არანაირად არ აპირებდა, პატარა ტატუს გაკეთებაც არ უთხოვია არასდროს…

 

ამიტომ რომ მითხრა ტატუ გავიკეთეო, ცოტა ვერ დავიჯერე. მეგონა, უკვე ჩემ ჭკუაზე მყავდა. მელაპარაკება ერთ მშვენიერ დღეს , ჩამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე…

 

– ბევრი დავლიე და… დათა და ვაჟა… სიყვარული შემომაწვა…

 

-რა დათა და ვაჟა, სანდროო, ნუ მაგიჟებ?!

 

შევიცხადე…

 

– კაი, რა გჭირს, ჩამოვალ მალე, განახებ ბეჭებზე… უცბად დატრიალდა სკაიპში და ეს რა დაინახა ჩემმა თვალებმა

 

– დროებითია (ხავსს დავეკიდე)?? ამდენი რა ცეცხლი დალიე?!.

 

სანამ არ ჩამოვიდა, ბოლომდე გულუბრყვილოდ მჯეროდა, რომ გამაშაყირა, ისე უგონოდ არ დამთვრალა, რომ დათა თუთაშხიას და ვაჟა- ფშაველას პორტრეტების ბეჭებზე ტატუირება არ უკადრია.. იქნებ დროებითი “შემოქმედებაა”.

 

მაგრამ არა!.. ხომ წავუღე ტვინი – “მამულიშვილნო“, “ქართველნო”, “სამშობლო უპირველესი”, ” ხანჯალი და ხმალი”, “თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა!..” და აჰა. აღვზარდე . დედა გაახარა.. “პატრიოტმა იფეთქაა“.

 

p.s. თან , დათა არ მომეწონა, (ეტყობა, ოთარს რომ არ ჰგავს და…)

 

მეთქი, მაგ კრეტინ იანკებს რას გააკეთებინე, საქართველოში ათასჯერ უკეთესად გაგიკეთებდნენმეთქი.. ჩავასწორებინებ ვაჟაც დასამთავრებელიაო, კი დამპირდა და … ჩემი „ეროვნული” ასე გაფრინდა” – წერს მანჩო გიორგობიანი.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +