14:41 | 2020-09-06 ავტორი: Prime Time

ჩემი ერის დაჩაგვრას არავის არ ვაპატიებ – მეუფე იაკობი ტელევიზიებს ადანაშაულებს

ჩემი ერის დაჩაგვრას არავის არ ვაპატიებ – მეუფე იაკობი ტელევიზიებს ადანაშაულებს

ბოდბის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ამბობს, რომ ეკლესიის მიმართ ბრძოლა მიმდინარეობს, ეს კი იმ ტელევიზიების მხრიდან ხდება, რომელსაც მტრები აფინანსებენ. ამის შესახებ მან დღეს ქადაგებისას ისაუბრა.

 

როგორც მეუფე იაკობი ამბობს, ადამიანებს, რომლებსაც ფული ქვეყნის გაყიდვით აქვთ ნაშოვნი, არ შეიძლება სხვას ჭკუას ასწავლიდნენ.

 

„შეხედეთ როგორი ბრძოლაა ეკლესიის მისამართით. შეკვეთაა ჩვენი მტრებისგან იმისთვის, რომ იდენტობის მატარებელი აღარ დაგვრჩეს. მე საუბარი მაქვს მათზე, ვინც მართავს ტელევიზიებს. ჩვენ რა არ ვიცით რა ფული აქვთ და რითი სპონსორდებინ? გამოდიან და ებრძვიან საქართველოს წარსულს, აწმყოს და მომავალს. ვინ არიან რომ გამოდიან, რა გაუკეთებიათ. დიქტორებს ხომ არ მოვკითხავთ. საცოდავია, ვინც ფულის გამო აკეთებს მაგას. ჩვენი ქვეყნის ჩვეულებრივი მტრები გამოდიან. აუცილებლად დადგება დრო, ჩემი ერის დაჩაგვრას არავის არ ვაპატიებ, არც ეკლესიაზე ასე შეხებას. ეს გამიჭირდება მათ შევხვდე? რა უნდა მითხრან. ჩანაწერსაც გავაკეთებ რას ილაპარაკებენ და მერე ნახონ მაგათ. ჩვენმა მღელმთავრებმაც ხმა უნდა ამიოღინ, არ შეიძლება ასე გამოვდიოდე და მარტო მე ვამბობდე მსგავს რამეს.

 

დაინფიცირდა უკრაინის პატრიარქი, რომელიც ამტკიცებდა, რომ კორონავირუსს ჰომოსექსუალობა იწვევს
2020-09-06დაინფიცირდა უკრაინის პატრიარქი, რომელიც ამტკიცებდა, რომ კორონავირუსს ჰომოსექსუალობა იწვევს

 

შეიძლება სიგარეტის გაყიდვით გქონდეს ნაშოვნი ფული, გამოდიოდე და ჭკუას მასწავლიდე? საქართველოს ტერიტორიების გაყიდვით გქონდეს ფული და მე ჭკუას მასწავლიდე ? რა გაქვთ გაკეთებული და რატომ ვერ იტანთ ასე ქართველ ერს“,- ამბობს მეუფე იაკობი.

ავტორი: Prime Time

X

error: Content is protected !!