13:42 | 2021-03-30 ავტორი: თამარ გონგაძე

“ჩემი და ზაზუკას ურთიერთობა ახალი დაწყებული იყო, როდესაც რუსუდანი დააკავეს” – რას ამბობს ნინი დარჩია კერვალიშვილის ციხიდან გათავისუფლებაზე

“ჩემი და ზაზუკას ურთიერთობა ახალი დაწყებული იყო, როდესაც რუსუდანი დააკავეს” – რას ამბობს ნინი დარჩია კერვალიშვილის ციხიდან გათავისუფლებაზე

ოთხწლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ, რუსუდან კერვალიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს დატოვა.

 

“ცენტრ პოინტის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა საპატიმროს დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა. მან თქვა, რომ ჯერჯერობით, მისი გული საპატიმროში დატოვა, რადგან მისი და, მაია რჩეულიშვილი ისევ იქ რჩება.

 

“პირველი ემოციაა, რომ რა თქმა უნდა, თავისუფლების ფასი არაფერი არაა. აქ თავისუფლებას ვგრძნობდი ჩიტების ფრენით. ყველაზე დიდი შეგრძნებაა თავისუფლება. განცდა ძალიან დიდი მაქვს და ასევე მაქვს ძალიან დიდი სინანული. ის ადამიანები, ვინც ძალიან გვენდნენ წლების განმავლობაში დაზარალდნენ”, – განაცხადა რუსუდან კერვალიშვილმა.

 

ციხიდან გათავისუფლებულ ოჯახის წევრთან დაკავშირებით, “პრაიმტაიმთან” პირველ კომენტარს რუსუდანის შვილიშვილის, ზაზუკა ბერიძის ცოლი, ნინი დარჩია აკეთებს.

 

ნინი დარჩია: – ჩვენი სიხარული სანახევროა, რადგან მაია ისევ საპატიმროში რჩება. სანამ მაია არ გამოვა, მანამ არაფერს აღვნიშნავთ. რა თქმა უნდა, რუსუდანის გამოსვლა ძალიან გვიხარია, თავს ძალიან კარგად გრძნობს. დღეს ოჯახური შეკრება და ვახშამი გვექნება.

 

ჩემი და ზაზუკას ურთიერთობა ახალი დაწყებული იყო, როდესაც დააკავეს. რამდენჯერმე მყავდა ნანახი. მერე უკვე ტელეფონით ვკონტაქტობდით. ყველაფერი წინ გვაქვს.

 

ძალიან ემოციური იყო მასთან შეხვედრა. იყო ცრემლები… რუსუდანი თვითონაც ემოციურ შოკშია.

 

უკვე ნახა მაიას შვილიშვილი, გუკას ნაბოლარა შვილი, რომელიც საერთოდ არ ჰყავდა ნანახი და უკვე 4 წლის არის.

ავტორი: თამარ გონგაძე


X