23:25 | 2021-04-25 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ჩემი და სამტრედიაში გათხოვდა, თბილისში დაბადებული და გაზრდილი… ძალიან წინააღმდეგი ვიყავი – ალეკო ელისაშვილი

ჩემი და სამტრედიაში გათხოვდა, თბილისში დაბადებული და გაზრდილი… ძალიან წინააღმდეგი ვიყავი – ალეკო ელისაშვილი

დეპუტატი ალეკო ელისაშვილი გადაცემაში „ნოესთან“ ოჯახზე საუბრობს.

 

„დედაჩემი საწყალი, მგონი მე დავაბერე, სულ ვატირებ. ვეუბნები, ნუ უყურებ ამ რაღაცეებს თქო. მამაჩემიც მაგრად განიცდის. დედაჩემია ნაზიბროლა ხაჟალია. სამტრედიიდანაა წარმოშობით და მერე ჩემი დაც სამტრედიაში გათხოვდა სხვათაშორის, თბილისში დაბადებული და გაზრდილი. მაგ გადაწყვეტილების ძალიან წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ ახლა ბედნიერი ვარ, რადგან ჩემი დაა ბედნიერი და ძალიან მაგარი ოჯახი აქვს.

 

ძალიან მაგარი სიძე მყავს, ერთადერთი კაცია მგონი იმერეთში, ვისაც ალუდა ჰქვია.

 

 

მამაჩემი მთელი ცხოვრება ტაქსის მძღოლი იყო. ახლაც მძღოლია. წესიერი კაცია და ჩემთვის მისაბაძი. ცხოვრებაში მთავარი რაღაცეები მასწავლა.

 

ჩემი ცოლი ირინა „მეცხრე არხზე“ გავიცანი. გადაცემაში „ღამის მატარებელი“ მუშაობდა, პროდიუსერი იყო. მე საინფორმაციოში ვმუშაობდი. მოვიყვანე ცოლად, ორი შვილი გვყავს – ერეკლე და სანდრო.

 

პარლამენტის ამბებს მაგრად განიცდიდნენ. ჩემმა ცოლმა ფეისბუკი გათიშა, მაგის ნერვები არ მაქვსო. ტელევიზორს არ უყურებდა, ჩემი მშობლები მაგრად ნერვიულობდნენ, მაგრამ მგულშემატკივრობდნენ“, – ამბობს ელისაშვილი.

 

„ას გოგოში გამოარჩიეთ, გინდა ჰოლივუდიდან“ - როგორ ეხმაურებიან სურამელაშვილის ახალ იმიჯს მისი მეგობრები
2021-04-25„ას გოგოში გამოარჩიეთ, გინდა ჰოლივუდიდან“ - როგორ ეხმაურებიან სურამელაშვილის ახალ იმიჯს მისი მეგობრები
ავტორი: მირანდა ტყემალაძე


X