22:13 | 2021-06-06 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„ჩემი ბოლო თხოვნა კი იქნება, ნუ დაგვიშლით სისულელეების კეთებას“ – ამ სიტყვების ავტორმა უდიდესი განძი დატოვა – კახა კალაძე რეზო გაბრიაძეზე

„ჩემი ბოლო თხოვნა კი იქნება, ნუ დაგვიშლით სისულელეების კეთებას“ – ამ სიტყვების ავტორმა უდიდესი განძი დატოვა – კახა კალაძე რეზო გაბრიაძეზე

თბილისის მერი კახა კალაძე რეზო გაბრიაძის გარდაცვალებას ეხმაურება.

 


„მხატვარი, მწერალი, მოქანდაკე, რეჟისორი, 35-ზე მეტი ფილმის სცენარის ავტორი, მარიონეტების თეატრის დამაარსებელი – დიდი რეზო გაბრიაძე მარადისობას შეუერთდა.

 

გიორგი ღოღობერიძე კლინიკის გახსნასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
2021-06-06გიორგი ღოღობერიძე კლინიკის გახსნასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

 

„ჩემი ბოლო თხოვნა კი იქნება, ნუ დაგვიშლით სისულელეების კეთებას,“ – ამ სიტყვების ავტორმა ქართულ კულტურას, თავისი მრავალფეროვანი შემოქმედების სახით, უდიდესი განძი დაუტოვა.

 

ღარიბია სამყარო რეზო გაბრიაძის გარეშე. ძნელია სიტყვებით გადმოსცე ის დიდი ტკივილი და დანაკლისი, რაც მისმა გარდაცვალებამ მოგვიტანა. ვიზიარებ სრულიად საქართველოს მწუხარებას!“, – წერს კალაძე.

 

ცნობისთვის, დღეს, 84 წლის ასაკში რეზო გაბრიაძე გარდაიცვალა.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე


X

error: Content is protected !!