00:34 | 2021-04-02 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ჩემებს ეგონათ იტალიაში ვსწავლობდი, რეალურად ციხეში ვიჯექი – ნახეთ რა მოყვა გიორგი გაბუნიამ ლელა წურწუმიასთან 1-ლი აპრილის გადაცემაში

ჩემებს ეგონათ იტალიაში ვსწავლობდი, რეალურად ციხეში ვიჯექი – ნახეთ რა მოყვა გიორგი გაბუნიამ ლელა წურწუმიასთან 1-ლი აპრილის გადაცემაში

გიორგი გაბუნია საკუთარ ისტორიას ლელა წურწუმიას გადაცემაში პირველად ყვება და ამბობს, რომ იტალიაში მაშინ დააკავეს, როცა მის ოჯახს ეგონა, რომ ის სწავლობდა.

 

“მოგზაურობა მიყვარს, რამე ნივთს რომ ვხედავ, მინდა ჩემი იყოს, თითქოს საღი აზრიც მეთიშება და ვფიქრობ, როგორ შეიძლება ეს ნივთი ჩემი იყოს. ამ დროს, მახსენდება ხოლმე, რომ ვიღაცამ ჯოკონდაც კი მოიპარა.

 

ჯერ ვაკვირდები, ადამიანები მოძრაობენ თუ არა, ვიყურები და კამერებს ვამოწმებ. 20 წლის წინ, იტალიაში ვიყავი, პერუჯინოს რაფაელის მასწავლებლის ხარების სცენის ნახატი დავინახე, გავითიშე. პატარა ნახატი იყო, იქვე არავინ დადიოდა. ირგვლივ ყველაფერი შევამოწმე და არ მახსოვს როგორ, მაგრამ პერუჯინოს ნახატი მოვხსენი.

 

ტაქსიდან გადმოსვლისთანავე პოლიციამ გამაჩერა და დამაკავეს. ზურგჩანთა ამოიღეს, სადაც ნახატი მქონდა. დანაშაული ვაღიარე, იზოლატორში დამტოვეს. ზარის უფლება მქონდა, ოჯახში დავრეკე, ვითომ უნივერსიტეტში დარჩენა მიწევდა.

 

მალევე სასამართლო ჩაინიშნა. პატიმრობა შემიფარდეს, იყო გირაოზე საუბარი, მაგრამ ვუთხარი, რომ თანხა არ მქონდა და ვერც ვერავის ვეტყოდი. 2 წელი მომისაჯეს. რეალურად, ჩემებს რომ ეგონათ იტალიაში ვსწავლობდი, ციხეში ვიჯექი.

 

რატომ მოვყევი ეს? დღეს 1-ლი აპრილია. ეს სპეციალურად შენთვის შევთხზე.” – ამბობს გიორგი გაბუნია.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X

error: Content is protected !!