
ჩეჩნეთის პარლამენტის სპიკერი მაგომედ დაუდოვი რამზან კადიროვის კორონავირუსით ინფიცირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
დაუდოვის თქმით, რესპუბლიკის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი ჯანმრთელია.
მისი თქმით, კადიროვი ჩეჩნეთში პირადად აკონტროლებს კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის ოპერატიული შტაბის მუშაობას.
მანამდე interfax-ი წერდა, რომ ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი სავარაუდოდ კორონავირუსით მოსკოვის საავადმყოფოში გადაიყვანეს.