23:06 | 2021-10-12 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

„ჩანგალზე“ ვერ მივალთ – პაატა მანჯგალაძე “ნაცმოძრაობის” აქციაზე

„ჩანგალზე“ ვერ მივალთ – პაატა მანჯგალაძე “ნაცმოძრაობის” აქციაზე

“თუ „ნაციონალური მოძრაობა” კერძო აქციას ჩაატარებს და არ იქნება კონსულტაციები პარტიებთან, „ჩანგალზე“ ვერ მივალთ. აქციები გამოწვეულია საქართველოში არსებული უსამართლობით, პოლიტიკური დევნით, იმით, რომ სამართლიანი არჩევნები, სამართლიანი სასამართლო არ გვაქვს. მე როგორც ვიცი, ეს აქციები არ არის პარტიული და თუ ის არ არის პარტიული, მე როგორც საქართველოს მოქალაქე, როგორც ერთი ადამიანი, ვაპირებ, მივიდე ამ აქციაზე”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან 14 ოქტომბერს დაანონსებულ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

 

„რაც შეეხება სააკაშვილის პატიმრობის საკითხს, ის პატიმარია იმის გამო, რომ „ქართულმა ოცნებამ” ვერ შეძლო 9 წლის მანძილზე სამართლიანი სასამართლოს შექმნა, რეფორმების განხორციელება, სამუშაო ადგილების შექმნა. ის, რომ დღეს უწევს სააკაშვილის და ყველა ოპონენტის მიმართ ანგარიშსწორება, ეს არის მათი უსაქმურობის, უნიათობის და სიბრიყვის დამსახურება.

 

ვინაიდან ქვეყანაში არ არსებობს სამართლიანი სასამართლო, ყველა პატიმარი, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც პოლიტიკური მოტივით არის დაკავებული, ჩაითვლება პოლიტპატიმრად. როცა საკითხი ეხება პოლიტიკური დევნის შეჩერებას, სამართლიან არჩევნებს, ეს ვერ იქნება ერთპარტიული, აქ უნდა იყოს ყველა ადამიანი სოლიდარული“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

X