20:31 | 2021-09-16 ავტორი: Prime Time

ჩანაწერებიდან: გურამ ფალავანდიშვილი ლგბტ დროშიანი დრონისთვის სხვა დრონის დაჯახებას გეგმავდა

ჩანაწერებიდან: გურამ ფალავანდიშვილი ლგბტ დროშიანი დრონისთვის სხვა დრონის დაჯახებას გეგმავდა

გავრცელებული ჩანაწერებით ირკვევა, რომ გურამ ფალავანდიშვილი 2019 წლის 8 ივლისისთვის დრონის მოძიებასა და ლგბტ დროშიანი დრონისთვის სხვა დრონის დაჯახებას გეგმავდა.

 

„ეროვნული ძალების გაერთიანების წევრი, ალექსანდრე ფალავანდიშვილი განმარტავს, რომ თავადაც უნდა მოიძიოს დრონი, რომელსაც განმეორებით აფრენის შემთხვევაში დააჯახებდნენ ლგბტ დროშიან დრონს”, — წერია ფაილში.

 

გარდა ამისა, ფალავანდიშვილის ორგანიზაციის წევრები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ცდილობენ ლგბტ დროშიანი დრონის აფრენის ლოკაციის დადგენას.

 

შეგახსენებთ, 2019 წლის 8 ივლისს პარლამენტის შენობასთან, სადაც მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა და ლევან ვასაძის აქცია მიმდინარეობდა, ლგბტ დროშამ გადაიფრინა. დროშა დრონზე იყო მიმაგრებული.

 

ასევე წაიკითხეთ: 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X

error: Content is protected !!