12:28 | 2020-06-02 ავტორი: Prime Time

ჩაიკეტება თუ არა სოფელი მარეთი – მარნეულს კიდევ ორი ინფიცირებული დაემატა

ჩაიკეტება თუ არა სოფელი მარეთი – მარნეულს კიდევ ორი ინფიცირებული დაემატა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარეთში, დღეს დილით კორონა ვირუსის კიდევ ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

 

მარნეულის მერიაში, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ ორი ახალი პაციენტი გუშინდელი სამი შემთხვევის ოჯახის წევრები არიან.

 

ჩაკეტავენ თუ არა ნუცუბიძეს?! - საბურთალოს კლასტერი ფართოვდება
2020-06-02ჩაკეტავენ თუ არა ნუცუბიძეს?! - საბურთალოს კლასტერი ფართოვდება

„სოფელ მარეთში ეპიდემიოლოგები აქტიურად მუშაობენ, საცხოვრებელ კორპუსს, სადაც კორონავირუსი გამოვლინდა, სადენზიფექციო სამუშაოები გუშინ უკვე ჩაუტარდა, დღეს გვაქვს კოვიდ ინფექციის კიდევ ორი ახალი დადებითი პასუხი.

 

სოფელ მარეთის ჩაკეტვაზე ამ დროისთვის საუბარი არ ყოფილა“,- განაცხადეს მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 796 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებულია 634 ადამიანი

 

გარდაიცვალა 12 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2424, ხოლო სტაციონარში რჩება 304 ადამიანი. 

 

ავტორი: მარიამ ქველაძე

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +