00:20 | 2020-08-21 ავტორი: Prime Time

ჩაერიცხება თუ არა ბანკში „გაშავებულ“ მშობლებს ბავშვთა 200-ლარიანი დახმარება

ჩაერიცხება თუ არა ბანკში „გაშავებულ“ მშობლებს ბავშვთა 200-ლარიანი დახმარება

კითხვები 0-დან 18 წლამდე პირთა 200-ლარიანი დახმარების გაცემის შესახებ კვლავ აქტუალურია. მშობლების ნაწილს აინტერესებს, აიღებენ თუ არა დახმარებას ის მშობლები, ვინც ბანკშია „გაშავებული“?

 

200-ლარიანი დახმარება და პასუხი ყველა კითხვაზე - რატომ ვერ ვრეგისტრირდები? სად ჩამერიცხება თანხა?
2020-08-17200-ლარიანი დახმარება და პასუხი ყველა კითხვაზე - რატომ ვერ ვრეგისტრირდები? სად ჩამერიცხება თანხა?

 

მთავრობის დადგენილება N505-ში, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აწერს, და რომლის მიხედვითაც ოფიციალურად განისაზღვრა 0-დან 17 წლის ჩათვლით პირთა 200-ლარიანი დახმარება, ვკითხულობთ:

 

„ამ წესით გათვალისწინებული ერთჯერადი ფულადი გასაცემელი არ ექვემდებარება ყადაღას, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად“.

 

აქედან გამომდინარე, ის პირები, ვისაც ბანკებთან არცთუ მეგობრული ურთიერთობები აქვთ, ბავშვთა 200-ლარიანი დახმარების მიღებას მაინც შეძლებენ, მიუხედავად იმისა, ე.წ. შავ სიაში არიან თუ არა.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები