00:37 | 2021-10-19 ავტორი: Prime Time

„ჩაჩოქილიყო აივანზე და ხეხავდა… ხმას მივუგდე ყური…-  რას იხსენებს გიორგი კეკელიძე დედაზე

„ჩაჩოქილიყო აივანზე და ხეხავდა… ხმას მივუგდე ყური…-  რას იხსენებს გიორგი კეკელიძე დედაზე

„შარშან, როცა მცხეთის ერთ სოფელში გადმოვედი საცხოვრებლად, დედაჩემი ჩამოვიდა. დიდად არ უყვარს გურიის დატოვება. მამაჩემის დატოვება. ასე ამბობს – სასაფლაოს გულისხმობს. თანაც ვერც ჯანმრთელობით დაიკვეხნის. სრულიად პირიქითაც“,- ამის შესახებ მწერალი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს.

არის თუ არა მკვლელობა შეკვეთილი - ახალი დეტალები საბურთალოზე მოკლული ქალის საქმეში
2021-10-18არის თუ არა მკვლელობა შეკვეთილი - ახალი დეტალები საბურთალოზე მოკლული ქალის საქმეში

 

„სახლს კი დაულეგებელი არ ეთქმოდა, მაგრამ საქმეებიდან რომ დავბრუნდი, დავინახე, მაინც ჩაჩოქილიყო აივანზე და ხეხავდა. თან ხმამაღლა ლაპრაკობდა. ხეხვა არ გამკვირვებია, სხვანაირად რომ ყოფილიყო, ეგ უფრო გამაოცებდა. ხმას მივუგდე ყური – მამაჩემს ელაპარაკებოდა. სახლზე. ეზოზე. აღუწერდა. აი, დღესაც, უკვე საკმაოზე მეტად დასუსტებული, იჯდა, ყვავილს მიწას უცვლიდა და მამაჩემს, ამჯერად საყვედურობდა, სახლის ყვავილები რეიზა არ გიყვარდაო. და კიდევ ერთხელ მივხვდი – სიტყვა ყველა გზაზე გრძელია. იოლად გაწვდება ათას კილომეტრს.

 

 

მცხეთიდან კვირიკეთის სასაფლაომდე ადვილად უწევს. უფრო შორსაც. სიტყვას გააჩნია უბრალოდ – მთქმელს და სათქმელს”, – წერს გიორგი კეკელიძე.

 

ნახეთ სხვა ყველაზე კითხვადი სიახლეები და ვიდეოები

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X