00:09 | 2020-08-08 ავტორი: თამთა თორდია

ბუსა ჟვანია გამონაკლისი არ არის – კრიმინალური საქმეები, რომლებიც ქართველი პოლიტიკოსების შვილებს უკავშირდება

ბუსა ჟვანია გამონაკლისი არ არის – კრიმინალური საქმეები, რომლებიც  ქართველი პოლიტიკოსების შვილებს უკავშირდება

გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის დაჭრის საქმემ საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

 

ლევან თოფაძე, გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ვაჟმა, ბუსა ჟვანიამ დაჭრა.

 

თუმცა, ბუსა ჟვანია არ არის ერთადერთი პოლიტიკოსების შვილებს შორის, ვისი სახელიც კრიმინალურ საქმეს უკავშირდება.

 

„პრაიმტაიმი“ შეგახსენებთ რამდენიმე რეზონანსულ საქმეს.

 

1. თორნიკე კოპალეიშვილი – „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ხატია დეკანოიძის ვაჟი. 

 

თორნიკე კოპალეიშვილის საქმე ორი წლის წინ საპროცესო შეთანხმებით დასრულდა. მას ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-ტარება ედებოდა ბრალად. მან ბრალი აღიარა.

 

2. დავით კობალაძე – „ქართული ოცნების“ დეპუტატის, კობა კობალაძის შვილი

 

დავით კობალაძეს გამოძიება 5 თანამზრახველთან ერთად, მამაკაცის ცემასა და მისთვის მძიმე დაზიანებების მიყენებას ედავება. მას ბრალი დანაშაულის ჩადენიდან 17 დღეში წაუყენეს. გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს. კობა კობალაძის ვაჟი, დავით კობალაძე 20 წლისაა.

 

3.რატი მილორავა – დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელია ვაჟი

 

რეზონანსულია რატი მილორავას ფაქტიც. ეკა ბესელიას შვილის ურთიერთობა პოლიციასთან არაერთხელ გამხდარა სკანდალის მიზეზი. თავად ბესელია ამ ფაქტს პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებდა.

 

ბესელიას თქმით, მის შვილს სააკაშვილის ხელისუფლება სწორედ დედის მიმართ ანგარიშსწორების მიზნით აკავებდა.

 

4. თარაშ კანდელაკი – გიორგი კანდელაკის შვილი

 

გორში პოლიციამ, მოკრივე გიორგი კანდელაკის შვილი თარაშ კანდელაკი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავა.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ქალაქ გორში, სტალინის ქუჩაზე მდებარე რესტორან „ჯოზეფში“, 2001 წელს დაბადებულ ე.თ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მძიმედ დაშავებული ე.თ. სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +