13:59 | 2021-10-12 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ბურთი მეჩხირება ყელში… იცოდე, სანამ მაქედან არ გამოგიყვან მე სხვა საქმე არ მაქვს – უგულავა სააკაშვილს

ბურთი მეჩხირება ყელში… იცოდე, სანამ მაქედან არ გამოგიყვან მე სხვა საქმე არ მაქვს – უგულავა სააკაშვილს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ეკა ხერხეულიძე სოციალურ ქსელში გიგი უგულავას წერილს აქვეყნებს, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ციხეში მისწერა:

 

„ჩემთვის იმდენად ემოციური იყო გიგი უგულავას წერილი მიშასადმი, სურვილი გამიჩნდა თქვენთვის გამეზიარებინა. ამის უფლება კი თავს მივეცი იმ მიზეზით,რომ თავად ვუყურებდი მიშას თბილ ემოციას ამ წერილის კითხვისას

 

12-დან 15 წლამდე ასაკში, აცრა რეკომენდებულია მხოლოდ ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებისთვის - თამარ გაბუნია
2021-10-1212-დან 15 წლამდე ასაკში, აცრა რეკომენდებულია მხოლოდ ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებისთვის - თამარ გაბუნია

 

მიშა, ვიცი,რომ მაგრად და ჯანზე იქნები, ზედმეტს არ მოგწერ. არც შიმშილობის შეწყვეტას გთხოვ, უკეთ იცი შენ. ერთი მინდა გითხრა, რომ ამდენი ხნის თავზე თუ რამე გამაკვირვებდა და აღმაფრთოვანებდა, ეს შენი დაბრუნება იყო. ისტორიული მასშტაბის აქტი მოხიე თან მაგარი სიმსუბუქით. ეს ჩვენი ეროვნული ციხეც ალბათ უნდა გენახა. მოკლედ, ისტორიულ სიმბოლოზმში ყველაფერი ჟანრის წესებით მიდის. აწი ცოტა გაძლებაც უნდა. ეს ხალხიც ნელა, მაგრამ იქოქება. შოკი და დაუჯერებელი იყო ხალხისთვის.

 

მე ავდგები მალე და იცოდე, სანამ მაქედან არ გამოგიყვან მე სხვა საქმე არ მაქვს. ვერ ვიტან, მძულს ის აზრი ,როცა წარმოვიდგენ, რომ შენ ბიძინას ციხეში ზიხარ. ბურთი მემჩხირება ყელში ბრაზისგან.

 

დანარჩენს მიეხედება. წიგნებს არ გთავაზობ. არ მგონია რომ ჩვენი გემოვნება მანდ დაემთხვეს

 

აბა შენ იცი ,იყავი მხნედ და მტკიცედ. მე ვამაყობ შენით როგორც არასდროს

 

გიგი“

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X