21:27 | 2021-10-17 ავტორი: Prime Time

ბუკიას ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

ბუკიას ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

ბუკიას ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ბუკიას ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. განახლებული ბაღი დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა.

 

„ყველასათვის საყვარელი ბუკიას ბაღი, რომელიც ცუდ მდგომარეობაში იყო, რეაბილიტაციის შედეგად მოწესრიგდა. დაირგო ხე-მცენარეები, განთავსდა სკამები, გაკეთდა განათებები, მოეწყო სარწყავი სისტემები და ყვავილების გასაყიდი ადგილი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა შადრევანს. ყველაფერი გაკეთდა, რისი გაკეთებაც შესაძლებელი იყო ამ პატარა სივრცეში. რამდენიმე დღეა, რაც დასრულდა სამუშაოები. ძალიან მიხარია, რომ ასეთი პროექტები ხორციელდება დედაქალაქში და მომავალში კიდევ უფრო მეტი გაკეთდება,” – განაცხადა კახა კალაძემ.

 

1970-01-01

 

სამუშაოები, რომელიც საბურთალოს გამგეობამ განახორციელა, 2 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე ჩატარდა. სივრცეში მოეწყო შადრევანი ახალი დიზაინით, საჭადრაკე სივრცე, LED განათების ქსელი, დაიგო გრანიტისა და ტრავერტინის ფილები და განთავსდა სკვერისთვის საჭირო ინვენტარი.

 

სკვერში გამწვანების სამუშაოები განხორციელდა – დაიგო რულონური ბალახი, დამონტაჟდა სარწყავი სისტემა და დაირგო სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე, მათ შორის, 200-წლოვანი ზეთისხილის ხე.

 

აღნიშნული პროექტისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 919 053 ლარი დაიხარჯა.

 

ბუკიას ბაღში დღეს მერთან ერთად საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და თბილისის საკრებულოს წევრები იმყოფებოდნენ.

ავტორი: Prime Time

X