
გუშინ საღამოს, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ტრაგედია დატრიალდა.
მიმდებარე კორპუსიდან გასროლილ ბრმა ტყვიას საკუთარ სახლში მყოფი ახალგაზრდა ქალის, თამარ ანთელავას სიცოცხლე ემსხვერპლა.
გარდაცვლილი, მომღერალ თიკა მახალდიანის დედაა. ის მე-8 სართულზე მდებარე სახლში ტელევიზორს უყურებდა, რა დროსაც ტყვიამ მისი ფანჯარა ჩამსხვრია და ქალს თავის არეში მოხვდა.
ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი დააკავეს. აღმოჩნდა, რომ ის შემთხვევის დროს ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და საკუთარი სახლის აივნიდან რამდენჯერმე გაისროლა.
„პრაიმტააიმა“ მოიპოვა ფოტო, რომელიც სავარაუდოდ იგივე იარაღიდან გასროლის ფაქტს ასახავს. ტყვია ერთ-ერთი მაცხოვრებლის ბინის აივანზე კონდინციონერს მოხვდა.
მეზობლები ამბობენ, რომ აღდგომის საღამოს რამდენიმე გასროლის ხმა გაიგონეს. ერთ-ერთი გასროლა კი თამარ ანთელავასთვის საბედისწერო აღმოჩნდა.