00:53 | 2020-04-13 ავტორი: ნინი ტაველიძე

ბრიუსელში 45 ადამიანი პოლიციასთან შეტაკების გამო დააკავეს

ბრიუსელში 45 ადამიანი პოლიციასთან შეტაკების გამო დააკავეს

ბრიუსელში 45 ადამიანი პოლიციასთან შეტაკების გამო დააკავეს. ამის შესახებ The Brusseles Times-ი წერს.

 

პარასკევს ანდერლეხტის კომუნაში პოლიციამ 19 წლის მოზარდი გააჩერა, რომელიც სკუტერით გადაადგილდებოდა და კარანტინის რეჟიმს არღვევდა.

 

ახალგაზრდამ სამართალდამცველებისგან მიმალვა სცადა, პოლიციის ერთ-ერთ ავტომობილს შეეჯახა და დაიღუპა.

 

მომდევნო დღეს პროტესტის ნიშნად ქუჩაში ახალგაზრდები გამოვიდნენ. მათ პოლიციელებს ქვები დაუშინეს და მანქანას ცეცხლი წაუკიდეს.

 

არეულობა მთელი ღამე გრძელდებოდა. დაღუპულის ოჯახმა დემონსტრანტებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა.

 

კვირას პოლიციაში განაცხადეს, რომ სიტუაცია ქალაქში კონტროლს ექვემდებარება.

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენატარი - +

X