fbpx
00:06 | 2020-12-10 ავტორი: Prime Time

ბრიტანულმა კომპანიამ 74 თანამშრომელი მილიონრებად აქცია – ნახეთ, როგორ მოახერხა მან ეს

ბრიტანულმა კომპანიამ 74 თანამშრომელი მილიონრებად აქცია – ნახეთ, როგორ მოახერხა მან ეს

ბრიტანული ტექნოლოგიური კომპანიის, The Hut Group-ის დამფუძნებელმა, მეთ მოლდინგმა 74 თანამშრომელი მილიონრებად აქცია. მან მათ კომპანიის აქციები აჩუქა. ამის შესახებ Mirror-ი წერს.

 

უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში აქციები უფასოდ მიიღო 430-მა თანამშრომელმა, მათ შორის მენეჯერებმა, მდივნებმა, საწყობის მუშებმა და სხვ. მაგალითად, მძღოლმა, რომელიც ფირმაში მხოლოდ 2 წელი მუშაობდა, გამოიმუშავა 40 ათასი ფუნტი სტერლინგი.

 

„ჩვენ გვყავს გაცილებით მეტი მილიონერი, ვიდრე სხვა ნებისმიერ კომპანიას ბრიტანეთის კორპორაციულ ისტორიაში“ – განაცხადა მოლდინგმა. მისი თქმით, მილიონერი თანამშრომლების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

 

მილიარდი ფუნტი სტერლინგის ღირებულების აქციებიდან, რაც თანამშრომლებისთვის დასარიგებლად იყო გათვალისწინებული, დაახლოებით 175 მილიონი კიდევ უნდა დარიგდეს. ამას გარდა, მოლდინგი აცხადებს, რომ მთელ მის ხელფასს, რაც 750 ათას ფუნტ სტერლინგს შეადგენს, ქველმოქმედებაში დახარჯავს.

 

ამასობაში კი სრულიად სხვაგვარად იქცევა Tesla-ს გენერალური დირექტორი ილონ მასკი. მან თანამშრომლები გააფრთხილა, რომ უნდა კონცენტრირდნენ შემოსავლებზე და შეამცირონ გასავლები.

ავტორი: Prime Time


X