01:02 | 2021-10-20 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი ახალი ტიპის ინფექცია – AY.4.2 ვრცელდება, რომელიც უფრო გადამდებია  

ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი ახალი ტიპის ინფექცია – AY.4.2 ვრცელდება, რომელიც უფრო გადამდებია  

ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამი ვრცელდება. Financial Times- ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მეცნიერები მას უფრო გადამდებ ვირუსად ასახელებენ.

 

კემბრიჯის უელქომ სენგერის ინსტიტუტის მეცნიერის, ჯეფრი ბარეტის თქმით, ახალი ტიპის ინფექცია – AY.4.2 – კორონავირუსის დელტას შტამის ვარიაცია არის, თუმცა ის საწყის ვარიანტზე, სულ მცირე, 10-15%-ით უფრო გადამდებია.

 

მეცნიერები თვლიან, რომ AY.4.2 შესაძლოა, პანდემიის პერიოდში გამოვლენილი ყველაზე საშიში მუტაცია გახდეს.

 

გამოცემის ცნობით, კორონავირუსის ახალი ვარიაცია მხოლოდ ბრიტანეთში დაფიქსირდა.

 

ნახეთ სხვა ყველაზე კითხვადი სიახლეები და ვიდეოები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X