12:04 | 2020-03-23 ავტორი: ალექსი ქამადაძე

ბრიტანეთში გვეუბნებიან, თუ კორონავირუსზე ეჭვი გაქვთ არ დარეკოთ ექიმთან… – ირაკლი მანაგაძე

ბრიტანეთში ხელისუფლება გვეუბნება თუ გაქვთ ეჭვი კორონავირუსზე ექიმი არ გამოიძახოთ, არ დარეკოთ, ტესტს საერთოდ არც ახსენებენ – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ირაკლი მანაგაზე სოციალურ ქსელში წერს.

 

„ამ წუთას აკრიტიკებენ საქართველოს მთავრობას, რატომ ყველას მყისიერ ტესტირებას არ აკეთებენო და დააგვიანესო… ამ დროს, აქ ბრიტანეთში ხელისუფლება გვეუბნება თუ გაქვთ ეჭვი კორონავირუსზე ექიმი არ ნახოთ, არც დარეკოთ, უბრალოდ მითითებულ ვებსაიტზე შედით როგორ მოიქცეთ, იქ აღწერილიაო და იჯექით სახლში შვიდი დღეო, სხვა ვერაფრით ვერ დაგეხმარებითო… ტესტს საერთოდ არც ახსენებენ… ამერიკაში ტრამპი ორი დღე ელოდა პასუხს საკუთარ თავზე და ახლა იწყებენ მუშაობას რომ ტესტების გაკეთება რაოდენობის გაზრდა შეძლონ. ეს ისე შედარებისთვის“, – წერს ირაკლი მანაგაძე.

 

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 54 კლინიკურად დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა, ხოლო კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 3 320.

 

23 მარტის მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში COVID19-ით ინფიცირებულია 5 683 ადამიანი, მათ შორის გარდაიცვალა 281.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X