fbpx
00:45 | 2020-04-07 ავტორი: ანეტი მიქელაძე

ბრიტანეთში 45 წლის ქალს 22-ე შვილი შეეძინა

ბრიტანეთში 45 წლის ქალს 22-ე შვილი შეეძინა

ქდიდი ბრიტანეთის ყველაზე დიდი ოჯახის წევრმა, სიუ რედფორდმა, 22-ე შვილი გააჩინა. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს.

 

45 წლის რედფორდის გოგონა 3,2 კილოს იწონიდა.

 

ჟურნალისტებმა მას მშობიარობასთან დაკავშირებით კითხვები დაუსვეს და ქალმა აღიარა, რომ ძალიან უცნაური იყო.

 

The couple are yet to pick a name for their latest addition who has become their 11th daughter. Pictured: The Radford Family

 

 

„მეშინოდა, რომ კორონავირუსის გამო ჩემს ქმარს პალატაში არ შემოუშვებდნენ. ეს ყველაზე უცნაური მშობიარობა იყო, მაგრამ უნიკალური გამოცდილება მივიღე“, – ჰყვება მრავალშვილიანი დედა.

 

ოჯახი ინგლისის ქალაქ მორკამში ცხოვრობს. მათ სახლში 10 საძინებელია.

 

უფროსი ვაჟი 30 წლისაა. ის, ისევე როგორც 26 წლის უფროსი ქალიშვილი, მშობლებისგან ცალკე ცხოვრობენ.

ავტორი: ანეტი მიქელაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X