11:05 | 2020-01-27 ავტორი: Prime Time

ბრიტანეთში „ქალიშვილობის აღდგენის“ ოპერაციის აკრძალვა სურთ

ბრიტანეთში „ქალიშვილობის აღდგენის“ ოპერაციის აკრძალვა სურთ

გაერთიანებულ სამეფოში უფრო ძლიერდება კამპანია, რომელიც „ქალიშვილობის აღდგენის“ ოპერაციის აკრძალვას უჭერს მხარს.

 

BBC-ის ცნობით, კამპანია პოპულარული გახდა მუსლიმ ქალებს შორის, რომელთა სიცოცხლეს შესაძლოა საფრთხე შეექმნას, თუ აღმოაჩენენ, რომ მას ქორწინებამდე ჰქონდა სქესობრივი კავშირი.

 

დიდი ბრიტანეთის სამედიცინო საბჭოში აცხადებენ, რომ ასეთი პროცედურის ჩატარებაზე პაციენტის თანხმობა ხშირად ეჭვის ქვეშაა, რადგან ხშირ შემთხვევაში „ქალებზე ხდება ფსიქოლოგიური ზეწოლა სხვა პირების მხრიდან“.

 

ამჟამად ბრიტანეთში სულ მცირე 22 კლინიკაა, რომელიც საქალწულე აპკის აღდგენის ოპერაციას აკეთებს. ისინი ოპერაციისთვის 3,000 ფუნტს იღებენ.

 

ჯანდაცვის მინისტრის მეტ ჰენკოკის თქმით, ის შეისწავლის გზებს იმისათვის, რომ საბოლოოდ აღმოიფხვრას „ეს საშინელი პრაქტიკა“, თუმცა აღნიშნავს იმასაც, რომ უბრალოდ აკრძალვით, შესაძლოა ქალებმა უფრო დაუცველ პრაქტიკას მიმართონ და ოპერაციები ფარულად გაიკეთონ, რაც მათ ჯანმრთელობას საფრთხის წინაშე აყენებს.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X