13:30 | 2020-04-29 ავტორი: ანეტი მიქელაძე

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს მეგობარ ქალთან ვაჟი შეეძინა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს მეგობარ ქალთან ვაჟი შეეძინა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის საცოლემ, კერი საიმონდსმა, ლონდონის კლინიკაში იმშობიარა.

 

BBC-ის ცნობით, წყვილს ვაჟი შეეძინა. პრემიერის წარმომადგენლის თქმით, ბავშვიც და დედაც თავს კარგად გრძნობენ.

 

ცნობისთვის, ყოფილი ქორწინებებიდან, ბორის ჯონსონს ოთხი შვილი ჰყავს.

 

შეგახსენებთ, რომ ბორის ჯონსონსი რამდენიმე დღის წინ კოვიდ-19-სგან გამოჯანმრთელდა და სამსახურს უკვე დაუბრუნდა.

ავტორი: ანეტი მიქელაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები