10:44 | 2021-03-23 ავტორი: Prime Time

ბრიტანეთი ანტირუსულ სპეცდანიშნულების რაზმს ქმნის – რა პასუხს ამზადებს რუსეთი

ბრიტანეთი ანტირუსულ სპეცდანიშნულების რაზმს ქმნის – რა პასუხს ამზადებს რუსეთი

დიდი ბრიტანეთი რუსეთის გავლენებთან დასაპირისპირებლად „ანტირუსულ“ სპეცდანიშნულების რაზმს შექმნის – ამის შესახებ ტელეგრაფი წერს.

 

ბრიტანეთის არმიის სპეციალური დანიშნულების საჰაერო-სადესანტო სამსახურის, რეინჯერთა პოლკის ბაზაზე, ახალი ბრიგადის საქმიანობისთვის გამოიყოფა 120 მილიონი ფუნტი. სპეცდანიშნულების რაზმს რუსეთის სხვადასხვა სფეროში ჩარევის აღკვეთა დაევალება.

 

სერ კარლტონ-სმიტმა, გენერალური შტაბის უფროსმა, გამოცემასთან საუბარში დაადასტურა, რომ აღნიშნული სპეცდანიშნულების რაზმი, სახელმწიფოს მიმართ მტრულად განწყობილი სუბიექტების წინააღმდეგ იმოქმედებს.

 

გამოცემის თანახმად, სავარაუდოდ, ახალი რაზმი, ბრიტანულ საიდუმლო დაზვერვის სამსახურთან, მი-6-თან ითანამშრომლებს და რუსეთის ჯაშუშების გამოსავლენად ფარულ სათვალთვალო ოპერაციებს ჩაატარებს.

 

ასევე, მათ წინააღმდეგ, მინიატურული კამერების, დრონებისა და სატელიტური სურათების გამოყენებით სხვადასხვა მტკიცებულებების მოპოვებას შეეცდება.

 

16 მარტს დიდმა ბრიტანეთმა რუსეთი ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ გამოაცხადა. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს უსაფრთხოების, თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკის მიმოხილვაშია საუბარი. 100 გვერდიანი მიმოხილვის ავტორები ხაზს უსვამენ იმას, რომ რუსეთი კვლევა რჩება ყველაზე მწვავე და პირდაპირ საფრთხედ დიდი ბრიტანეთისთვის.

 

ამის შემდეგ, რუსეთის ელჩმა ბრიტანეთში ანდრეი კელინმა თქვა, რომ მოსკოვი დიდი ბრიტანეთის თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკის ახალ სტრატეგიას განიხილავს, როგორც ლონდონის კურსის გამკაცრებას რუსეთის მხრიდან. მისი თქმით, რუსეთი შესაბამისს პასუხს მოამზადებს.

 

იხილეთ ვიდეო ⇓

ავტორი: Prime Time


X