11:03 | 2020-02-03 ავტორი: Prime Time

ბრიტანელი, რომელსაც ჩინელი მეუღლე ჰყავს, უხანიდან ცოლ-შვილის გამო არ წავიდა

ბრიტანული ოჯახი, რომელიც ქალაქ უხანში ცხოვრობს და 4 კვირის პატარა ბავშვი ჰყავს, შიშობს, რომ მალე საკვები აღარ ექნებათ. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

 

33 წლის ადამ ბრინჯმენი ბრიტანელია, მას ჩინელი მეუღლე ჰყავს. ოჯახმა გარკვეული პრობლემების გამო ჩინეთიდან წასვლა ვერ მოახერხა.

 

ბრიტანელმა ადამმა პირობა უხანში დარჩენის შესახებ მას შემდეგ დადო, რაც გაიგო, რომ წასვლა მხოლოდ ბრიტანეთის მოქალაქეებისთვის იყო შესაძლებელი. ამ შემთხვევაში მის მეუღლეს და შვილს ჩინეთში მოუწევდათ დარჩენა.

 

მოგვიანებით, მას დაურეკეს და უთხრეს, რომ ოჯახს შეეძლო გაფრენა დიდ ბრიტანეთში. ისინი აეროპორტში პარასკევს 1 საათამდე უნდა ყოფილიყვნენ, თუმცა როგორც ადამმა თქვა, შეუძლებელი იყო ასეთ მცირე დროში ნივთების შეგროვება და სახლის დატოვება.

 

ბავშვი უხანში კორონავირუსის გავრცელებამდე 2 კვირით ადრე დაიბადა. ახლა მამას მხოლოდ მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ადარდებს.

 

„მთავარი საზრუნავი ის არის, რომ ოსტინს, შესაძლოა, დასჭირდეს გარკვეული სამედიცინო დახმარება. ვირუსის გამო საავადმყოფოში წასვლა არ გვინდა. მაღაზიების უმეტესობა დახურულია. შესამჩნევად მცირდება საკვებიც“,- განაცხადა მან „The Times“- თან საუბრისას.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X