fbpx
02:09 | 2020-09-27 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ბრიტანელი ფოტოგრაფის უიშვიათესი კადრები აფხაზეთის ომიდან – დღეს სოხუმი 27-ედ დაეცა

ბრიტანელი ფოტოგრაფის უიშვიათესი კადრები აფხაზეთის ომიდან – დღეს სოხუმი 27-ედ დაეცა

1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. აფხაზეთში შეტაკებები 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ომი 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა.

 

ბრიტანელი ფოტოგრაფი მაიკ გოლდვოტერი 1993 წლის სექტემბერში საქართველოში იმყოფებოდა, მის ობიექტივში მოხვდა აფხაზეთის ომის უიშვიათესი კადრები. ინგლისელმა ფოტოგრაფმა ფირზე დევნილების ტრაგიზმი კადრებად შეაჩერა – მშობლიური აფხაზეთიდან გაძევებულები სულ სხვა სხვანაირ სამშობლოში…

 

„საბჭოთა კავშირის დაშლის თემაზე რამდენიმე რეპორტაჟი უკვე გაკეთებული მქონდა და როდესაც 1993 წლის სექტემბერში საქართველოში ომი დაიწყო, გადავწყვიტე ეს თემაც გამეშუქებინა.

 

ფოტოგრაფის თქმით, ის ცნობილი უცხოური გამოცემისთვის Independent-ისთვის მუშაობდა, როდესაც თბილისში ჩამოვიდა.

 

„60-იანი წლების სასტუმროში პოლონელ ფოტოგრაფს, კრისს, შევხვდი. ჩვენ  კონტაქტები გავცვალეთ და შემდეგ დილით ერთად გავეშურეთ ქვეყნის დასავლეთით. გვსურდა მალე ჩავსულიყავით სოხუმში. თითქმის საღამო იყო, ზუგდიდში რომ ჩავაღწიეთ. ქუჩები ცარიელი იყო. ჯარისკაცებმა გაგვაჩერეს, ჩვენ ჩვენი” პრესქარდები” ვაჩვენეთ. მათ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, ზვიად გამსახურდიასთან წაგვიყვანეს, რომელმაც ახალი,, პრესქარდები” მოგვცა, თავისი ხელმოწერით.

 

ჩვენ იმ დღესვე დავბრუნდით სოხუმის გზაზე. მანქანაში ფანჯრის მხარეს ვიჯექი და ჩემს პატარა რადიოში BBC-ის ახალ ამბებს ვუსმენდით. მაშინ გავიგეთ, რომ სოხუმი დაეცა. ამის შემდეგ ოჩამჩირეში წასვლა გადავწყვიტეთ”. – ამბობდა მაიკ გოლდვოტერი. 

 

სოხუმის შემდეგ, ახალი ფრონტის ხაზი დაცლილ ოჩამჩირეში 

გამოძევებულები მატარებელში – რეისი ოჩამჩირიდან დევნილობისკენ 

ქართველი დევნილებით სავსე ცხოველების გადასაყვანი ვაგონი

პატარა გოგო პაპასთან და ეროვნული გვარდიის ჯარისკაცთან ერთად ყუმბარით ითამაშებს… 

სეპარატისტების სარაკეტო თავდასხმა ქართულ ოჯახზე, ზურგს უკან იწვის მშობლიური სახლი… 

ბავშვები ეტლით ზუგდიდში – ომის სისასტიკეს გადარჩენილი ოჯახი 

მეომრების რამდენიმე თაობა – ჯარისკაცები და მოხალისეები უკან იხევენ… 

საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია საბრძოლო ფორმაში – ოჩამჩირეში ჯარის მოსანახულებლად 

საავტომობილო გზა – ათასობით დევნილი ოჩამჩირიდან გალის მიმართულებით… 

დევნილი კაცი მარჩენალი „ლურჯათი” და ბავშვური თვალით ტრაქტორიდან დანახული სხვა საქართველო – ენგურის ხიდი 

ქალი ტრაგედიით – გაურკვეველი მომავალი, დაკარგული ოჩამჩირე და ახლობლების უცნობი სამყოფელი

ენგურის ხიდიდან დაბრუნებამდე დაკარგულ აფხაზეთს ემშვიდობებიან -აფხაზეთი მთავრდება აქ…

დილა მშობლიური სახლების ნაცვლად ჭუბერის ანუ დევნილთა უღელტეხილზე

ერთდღიანი ფეხით სიარულის შემდეგ, უღელტეხილზე ვერტმფრენი გამოჩნდა… 

ახალი თავშესაფარი – ტალახში გაჩერებული სატვირთო… 

სატვირთოში უღელტეხილის სუსხს შეფარებული ბებია შვილიშვილებით

ქართველები ცხენსაც კი ვერ ტოვებენ… გადიან გზას, რომელსაც ცხოველებიც კი ვერ უმკლავდებიან 

ჭუბერის უღელტეხილი – ომს გადარჩენილი, მაგრამ გზად დაღუპული ქალის ცხედარი 

სუსხიანი განთიადი სვანეთის ტყეში – დილა, რომელიც დევნილობის მხოლოდ დასაწყისია… 

დაჭრილი მებრძოლი, რომელმაც სეპარატისტებს იარაღის გადაცემაზე უარი უთხრა…

ძაძებში შემოსილი დედა, რომელმაც სადგურზე გაიგო, რომ შვილი ცოცხალი ჰყავს…

ედუარდ შევარდნაძე მოსკოვში, საქართველოს საელჩოში. ის ფრანგულ მედიასთან სატელევიზიო ინტერვიუსთვის ემზადება…

 

გარეკანის მთავარი ფოტოს ავტორი ჯონ ჯონსი. 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +

X