19:19 | 2020-03-13 ავტორი: ალექსი ქამადაძე

ბრაზილიის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბრაზილიის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბრაზილიის პრეზიდენტს ჟაირ ბოლსონარუს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას Fox News ავრცელებს.

 

როგორც, ბოლსონარუს შვილმა ედუარდომ Fox News-თან საუბრისას განაცხადა, პრეზიდენტს დიაგნოზის დასადასტურებლად მეორე ტესტს უტარებენ, რომლის პასუხებიც პარასკევს, დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.

 

ჟაირ ბოლსონარუს კორონავირუსზე ტესტი მას შემდეგ ჩაუტარდა, რაც ახალი ვირუსი მის პრესმდივანს დაუდასტურდა.

 

ასევე, აღსანიშნავია, რომ რომ ბრაზილიის პრეზიდენტი და მისი პრესმდივანი 7 მარტს ფლორიდაში აშშ-ის ლიდერს, დონალდ ტრამპს შეხვდნენ.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X