fbpx
16:34 | 2021-01-08 ავტორი: ამუკა ქორიძე

ბრაზილიელი ფეხბურთელი – ალექს აპოლინარიო უეცრად გარდაიცვალა

ბრაზილიელი ფეხბურთელი – ალექს აპოლინარიო უეცრად გარდაიცვალა

ბრაზილიელი ფეხბურთელი – ალექს აპოლინარიო, 24 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას CNN Sports იუწყება.

 

 

ფეხბურთელის გარდაცვალების შესახებ,  ალვერკას საფეხბურთო გუნდის განცხადებას აკეთებს. მათი თქმით, კვირას, პორტუგალიის ალმეირინის გუნდთთან თამაშის დროს, 27-ე წუთზე, ალექსი აპოლინარიო, უგონოდ ძირს დაეცა. ინფორმაციის მიხედვით, ბრაზილიელ ფეხბურთელს, რომელიც ბოლოს, ბორტუგალიის ზემოთ ნახსენები გუნდისთვის თამაშობდა კარდიო-რესპირატორული სისტემის პრობლემები აწუხებდა.

 

„დიდი მწუხარებით გაცნობებთ, კლინიკა Vila Franca de Xira-ს მიერ გადმოცემულ ინფორმაციას, სპორტსმენი – ალექს სანდრო დოს სანტოს აპოლინარიოს, ამ დილით, გარდაცვალების შესახებ“ – განაცხადა Twitter-ზე გუნდმა.

 

ამ დროისთვის, შემთხვევის გამო, ალვერკას საფეხბურთო გუნდის ყველა ჩანიშნული აქტივობა გაუქმდა.

ავტორი: ამუკა ქორიძე
X