21:48 | 2020-03-12 ავტორი: Prime Time

ბრაზილიელ მაღალჩინოსანს, რომელიც დონალდ ტრამპს შეხვდა კორონავირუსი აქვს

ბრაზილიელ მაღალჩინოსანს, რომელიც დონალდ ტრამპს შეხვდა კორონავირუსი აქვს

ბრაზილიელ მაღალჩინოსანს ფაბიო ვაჯნგარტენს, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა, კორონავირუსი დაუდგინდა.

 

ვაჯნგარტენი ბრაზილიის პრეზიდენტ ბოლსონაროსთან ერთად ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა. ვიზიტის შემდეგ, “ინსტაგრამის” საკუთარ გვერდზე დონალდ ტრამპთან ერთად გადაღებული ფოტო გააზიარა.

 

ბრაზილიის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კორონავირუსზე დადებითი ტესტის შესახებ აშშ-ს უკვე აცნობეს.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X