10:39 | 2020-04-24 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ბოჭრიშვილის კლინიკაში 2-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა

ბოჭრიშვილის კლინიკაში 2-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა

ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა და მათ კლინიკა უკვე დატოვეს. ამის შესახებ ჟურნალისტებთან კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, კლინიკაში 2 ახალი კოვიდინფიცირებული შეიყვანეს, რომლებიც მარნეულის კლასტერს მიეკუთვნებიან.

 

„ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში ბოქსირებულ სექტორში მკურნალოს 47 პაცინტი, აქედან 22 პაციენტს დადასტურებული აქვს Covid-19. 22 პაციენტიდან 2 არის ახალი, ისინი გადმოყვანილნი არიან მარნეულიდან. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ასევე გვყავს 2 გამოჯანმრთელებული, ისინი არიან მოზრდილები, რომლებიც გაეწერნენ უკვე კლინიკიდან“, – განაცხადა მაკა სოლორაშვილმა

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X