10:45 | 2020-04-07 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ბოჭორიშვილის კლინიკაში Covid19-ით ინფიცირებული 13 პაციენტის კლასტერი ცნობილია

ბოჭორიშვილის კლინიკაში Covid19-ით ინფიცირებული 13 პაციენტის კლასტერი ცნობილია

ბოჭორიშვილის კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში 41 პაციენტი მკურნალობს. აქედან, 3 პაციენტს დაუდასტურდა Covid-19, – ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის წარმომადგენელი, მაკა სოლოღაშვილი აცხადებს.

 

„დადასტურებული დიაგნოზით სულ 13 პაციენტია და ყველას კლასტერი ცნობილია. სამივე შემთხვევა შიდა გავრცელებას უკავშირდება“, – ამბობს სოლოღაშვილი.

 

ცნობისთვის, ბოჭორიშვილის კლინიკაში მოთავსებული სამი ახალი ინფიცირებული ოჯახის წევრებისგან დაინფიცირდნენ.

 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 195- მდე გაიზარდა.

 

კარანტინის რეჟიმშია 4735 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 383 პირი.

 

ცნობისთვის, საქართველოში 31 მარტიდან კარანტინის რეჟიმი ამოქმედდა.

 

 

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები