10:41 | 2020-05-20 ავტორი: თეონა ყაჭიური

ბოჭორიშვილის კლინიკაში ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბოჭორიშვილის კლინიკაში ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბოჭორიშვილის კლინიკაში ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.

 

„ახალი გვყავს ერთი დადასტურებული დიაგნოზით ბავშვი. იგი გუშინ იყო საეჭვო შემთხვევა, დღეს კი დაუდასტურდა. ის არის ბოლნისის დადასტურებული შემთხვევის ოჯახის წევრი“,- აღნიშნა სოლოღაშვილმა.

 

ამ დროისთვის კლინიკაში სულ 45 პაციენტი იმყოფება, აქედან კოვიდ ინფექცია 43-ს აქვს დადასტურებული.

 

ბოლო მონაცემებით: 

 

საქართველოში კორონავირუსის 713 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან გამოჯანმრთელებულია 475 ადამიანი.

 

გარდაცვლილია 12 ადამიანი. საკარანტინე სივრცეში იმყოფება 3914 ადამიანი, სტაციონარში რჩება 340.

 

წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები:

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X