12:17 | 2020-04-11 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ბოჭორიშვილის კლინიკაში 5 წლის ბავშვი პნევმონიით გადაიყვანეს

ბოჭორიშვილის კლინიკაში 5 წლის ბავშვი პნევმონიით გადაიყვანეს

ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორი მაკა სოლოღაშვილი აცხადებს, რომ მათთან კლინიკაში გუშინ გვიან ღამით 5 წლის ბავშვი გადმოიყვანეს, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინა.

 

მისივე თქმით, ბავშვი სვანეთის კლასტერს მიეკუთვნება და მას გამოხატული პნევმონია აქვს.

 

„ზოგადად პაციენტების მდგომარეობა დამაკამაყოფილებელი, ერთი პაციენტი რჩება ორმხრივი პნევმონიით, შედარებით საყურადღებო სტატუსით. ჩვენი ყველა გუშინდელ კვლევაში მყოფ პაციენტებთან უარყოფითი მოვიდა Covid-19-ზე პასუხი. ერთი პაციენტია ჩვენთან გადმოყვანილი, ეს არის სვანეთის კლასტერი, გუშინ გვიან გადმოიყვანეს 5 წლის ბავშვი, გამოხატული პნევმონიით“, – განაცახადა მაკა სოლოღაშვილმა.

 

ბოლო მონაცემებითქვეყანაში კორონავირუსის 236 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 3 უცხოეთიდან ჩამოყვანილი საქართველოს მოქალაქეა

 

გამოჯანმრთელდა 56 ადამიანი. კორონავირუსის შედაგად გარდაცვლილია 3 ადამიანი.

 

ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო რეჟიმი. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამოქმედდა კომენდანტის საათი.

 

დაიხაურა ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სურსათის მაღაზიებისა. დაკატილია აგრარული ბაზრები.

 

აკრძალულია ერთ სივრცეში 3-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა, გარდა აფთიაქებისა.

 

საჯარო და კერძო სამსახურები გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე. შეჩერდა მუნიცილაური ტრანსპორტის მოძრაობა.

 

აკრძალვები შეეხო ეკლესიასაც. რის გამოც საქართველოს პატრიარქმა განაჩინა, რომ წირვა-ლოცვა ჩატარდეს ღია ცის ქვეშ.

 

განჩინების მიხედვით, რეკომენდებულია, მრევლი იყოს ეკლესიის ეზოში, ანუ ღია სივრცეში და ასე მიიღოს ლოცვითი მონაწილეობა წმიდა მსახურებაში;

 

მცირე ზომის ტაძრებში დასაშვებია ასევე, წირვა-ლოცვა აღსრულდეს ღია ცის ქვეშ დროებით მოწყობილ ტრაპეზზე;

 

ასევე, იკრძალება ავტომობილით 3-ზე მეტი ადამიანის გადაადგილება.

 

ქვეყანაში საგანგებო რეჟიმის გამოცხადების ფარგლებში, ქორწილებისა და ქელეხების გადახდა აიკრძალა

 

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში სპეცრეისებით ჩამოჰყავთ. ისინი 14-დღიანი საკარანტინო პერიოდს სპეციალურ სივრცეებში გადიან.

 

კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +