13:29 | 2020-02-24 ავტორი: Prime Time

ბორჯომში, სასტუმროს აივნიდან 3 წლის ბავშვი გადავარდა

ბორჯომში, სასტუმროს აივნიდან 3 წლის ბავშვი გადავარდა

ბორჯომში, სამი წლის ბავშვი სასტუმროს აივნიდან გადმოვარდა. თვითმხილველების თქმით, მცირეწლოვანი მეორე სართულის აივნიდან ჩამოვარდა.

 

დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა. მენეჯერის თქმით, გარეგნული დაზიანებები და მოტეხილობები არ აღენიშნება.

 

„კომპიუტერულ ტომოგრაფიული კვლევა ჩაუტარდა თავისა და მუცლის ღრუს არეში. წუთი-წუთზე ველოდებით პასუხებს. სასწრაფომ რომ შემოიყვანა, გონზე იყო“, – გვითხრა ირაკლი დიასამიძემ.

 

ავტორი: რუსკა გვარამაძე

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები