01:52 | 2021-08-02 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ბორის და კერი ჯონსონები მეორე შვილს ელოდებიან

ბორის და კერი ჯონსონები მეორე შვილს ელოდებიან

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი და მისი მეუღლე მეორე შვილს ელოდებიან. ამის შესახებ euronews-ი წერს.

 


გამოცემის ინფორმაციით, კერი ჯონსონმა ორსულობის შესახებ Instagram-ზე დაწერა და ასევე გაამხილა, რომ რამდენიმე თვის წინ მუცელი მოეშალა.

 

„წლის დასაწყისში მუცელი მომეშალა, გულგატეხილი ვიყავი. თავს საოცრად დალოცვილად ვგრძნობ, რადგან ისევ ორსულად ვარ, მაგრამ ამავდროულად ძალიან ვნერვიულობ“, – წერს ჯონსონი.

 

ჯონსონებს პირველი შვილი 2020 წლის 29 აპრილს შეეძინათ.

 

ასევე წაიკითხეთ:

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე


X

error: Content is protected !!