fbpx
14:46 | 2020-11-05 ავტორი: თეონა აბესაძე

ბორბალოსა და ღოუბანში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ბორბალოსა და ღოუბანში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბორბალოსა და ღოუბანში 2,5 კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის მიხედვით გაფართოვდა აღნიშნული საავტომობილო გზის მონაკვეთი, მოეწყო ორფენიანი ასფალტო-ბეტონის გზის საფარი, სანიაღვრე არხები და ეზოებთან შესასვლელები.

 

შედეგად განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურით ისარგებლებს ბორბალოს, ღოუბნის და მიმდებარე სოფლების მოსახლეობა დაახლოებით 1000-მდე პირდაპირი ბენეფიციარი. პროექტი დაფინანსებულია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და მისი ჯამური ღირებულება 1 560 871 ლარს შეადგენს.

 

 

 

R

 

ავტორი: თეონა აბესაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X