21:42 | 2020-07-25 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ბოლოს შოკოლადიანი ბლინები გამოაცხო და ამომიტანა… – თამარ ბაჩალიაშვილს მეზობელი იხსენებს

ბოლოს შოკოლადიანი ბლინები გამოაცხო და ამომიტანა… – თამარ ბაჩალიაშვილს მეზობელი იხსენებს

23 წლის გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილს მისი მეზობელი იხსენებს. როგორც ირკვევა, თამუნა მეზობლისგან წიგნებს თხოულობდა და სანაცვლოდ, ტკბილეულით უმასპინძლდებოდა ხოლმე.

 

„ბოლოს წიგნი ზამთარში წაიღო, „მთვარის მოტაცება“. ზუსტად ისიც აღარ მახსოვს, ამომიტანა თუ არა… ამოუტანია. ამოსვლა უყვარდა, ოღონდ უსაქმოდ არა. თუ რამე სჭირდებოდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში.

 

გავრცელებული ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილს ანაბარზე 75 ათასი ლარი ჰქონდა
2020-07-25გავრცელებული ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილს ანაბარზე 75 ათასი ლარი ჰქონდა

 

წიგნის სანაცვლოდ, ტკბილეულით მიმასპინძლდებოდა. ბოლოს შოკოლადიანი ბლინები გამოაცხო და ამომიტანა, დაახლოებით სამი კვირის წინ. მომეწონა, ვუთხარი კარგია, მომეწონა თამუნა-მეთქი. გაიღიმა.

 

ვიცი, რომ პატარა სიფრიფანა ბავშვი იყო, ძალიან ნაზი.

 

პირველ რიგში, ჩვენ ხმაზე ვართ ორიენტირებულები. თითქოს რაღაცნაირი, გარკვეული შეფასება ხმით ხდება. საუცხოო შეფასებები მქონდა, ძალიან კარგი…“, – ასე იხსენებს გარდაცვლილ გოგოს მისი მეზობელი, რომელსაც მხედველობის პრობლემები აქვს.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები